ექსკლუზივი

უმძიმესი ავარია ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან – ავტომობილი ჯერ ამოტრიალდა შემდეგ კი მთლიანად დაიწვა

ავარია ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც, ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button