ექსკლუზივი

ეს არის 32 წლის კაცი, რომელიც სოფლის ცენტრში მყოფ 72 წლის მოხუცებთან მივიდა და რამდენიმე ტყვია ზედიზედ ესროლა – ხალხმა თავისი თვალით დაინახა ყველაფერი… (ახალი დეტალები)

ასროლ რამდენიმე ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გივი კობერიძემ და მერაბ ზალუაშვილმა პენსია აიღეს, აფთიაქში წამლები იყიდეს და სოფლის ცენტრში ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. მათთან თანასოფლელი გიორგი ფარსადანიშვილი მივიდა, რომელმაც მოულოდნელად 71 წლის მოხუცები სასიკვდილოდ გაიმეტა. დანაშაულის ადგილი გურჯაანის რაიონი, სოფელი ველისციხეა.

მთავარი კითხვა, თუ რატომ ჩაიდინა საზარელი დანაშაული 32 წლის ახალგაზრდამ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ თანასოფლელები, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ველისციხეში რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ, მათ შორის იმაზეც, რომ დანაშაულის მიზეზი შურისძიებაა. გამოძიების ვერსიით კი მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივები, რომლებმაც დაინახეს თუ როგორ ისროდა ახალგაზრდა მამაკაცი პენსიონერების მისამართით.

რუსთავი 2


Related Articles

Back to top button