ექსკლუზივი

“მის მარტოობაზე მწყდება გული, სიკვდილის შემდეგაც რომ ზურგს აქცევენ: მეგობრებიც, სახელმწიფოც, ნათესავებიც”

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. შეროზია შაქარაშვილის გახმაურებულ საქმეზე წერს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“არ მინდა ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთო, არც ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება მინდა, მაგრამ, აი ხანდახან ტირილი მინდება, ისე მეცოდება ის საბრალო პატარა ბიჭი…ოღონდ, გარდაცვალებაზე არანაკლებ – მის მარტოობაზე მწყდება გული, სიკვდილის შემდეგაც რომ ზურგს აქცევენ: მეგობრებიც, სახელმწიფოც თითქოს,

ნათესავების ჩვენებებიც მაოგნებს, პატრულთან კომუნიკაციის ამბებიც და აი ყველაფერი!ერთადერთი, რაც მანუგეშებს ოდნავ – არის ის, რონ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყველა და არაადეკვატურად იმპულსური ვხდები, როცა შემდეგ ფრაზებს ვისმენ:- კაცურად მოგვარება- პატრულში დარეკვა კაცისთვის რა პონტია- კაცმა მუშტით უნდა მოაგვაროს და ა.შ.ირიბად, მთელი სოციუმია დამნაშავე, მთელი თავისი დამახინჯებული მენტალიტეტით, მაგრამ პირდაპირი მონაწილეების დაუსჯელობაც თან მაცოფებს და თან გულს მიკლავს!” – წერს გურამ შეროზია.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close