ექსკლუზივი

კითხვებზე გვჭირდება პასუხები: რომ არა ბერა ივანიშვილის გავლენა, გაბედავდნენ თუ არა, ასეთ ორგანიზებულ ძალადობას?-ჩავიდოდნენ თბილისიდან მცხეთაში, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულები – ახალგაზრდების საცემრად?

გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, ამ კითხვებზე გვჭირდება პასუხები:
რომ არა ბერა ივანიშვილის გავლენა,

გაბედავდნენ თუ არა, ასეთ ორგანიზებულ ძალადობას?
რომ არა მისი მფარველობა, დაგეგმავდნენ თუ არა, მძიმე დანაშაულს: ჩავიდოდნენ თბილისიდან მცხეთაში, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულები – ახალგაზრდების საცემრად?

სავარაუდოდ, რომ არა წინასწარ გაცემული ინდულგენცია, პოლიციას გაცილებით სწრაფად და შესაძლოა, იმ საზარელ მომენტამდეც კი მოეხდინა რეაგირება და ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო…
შესაბამისად, ამ თვალებისმთხრელი, სისხლიანი, ძალადობრივი სისტემის სახელი, რომელმაც ამჯერად 19 წლის ახალგაზრდა შეიწირა, დიახაც რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახური კლანია…
ვერანაირი კრიმინალური და ძალადობრივი დაჯგუფება ვერ იარსებებს ქვეყანაში, ამ ვერაგი სისტემის წახალიწების გარეშე.
ეს არის სიმართლე.
საეჭვოდ იწელება ექსპერტიზის დასკვნაც, რომელმაც უნდა გვითხრას:
1. როდის მიიღო გიორგი შაქარაშვილმა მრავალმხრივი მოტეხილობები და მძიმე დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში: გარდაცვალებამდე თუ გარდაცვალების შემდეგ?
2. გახდა თუ არა, გარდაცვალების მიზეზი მიყენებული დაზიანებები?
P.S: ამ ყველაფრისმკადრებელი სისტემისთვისაც კი დამღუპველი იქნება, თუ ბოლომდე არ მიიყვანს გამოძიებას, გააყალბებს ექსპერტიზის დასკვნას, გაანადგურებს მაგისტრალზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერების ჩანაწერების ნაწილს, მოახდენს მოწმეთა ჩვენების ფალსიფიცირებასა და ყველას არ მოსთხოვს თავის წილ პასუხს – ბერას კრიმინალური კლანის ჩათვლით.

წერს ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close