ექსკლუზივი

[ვიდეო]ინციდენტი ტიკარაძე გახარიას პრეზენტაციაზე. ვიდეო რომელმაც სოც ქსელი ააფეთქა

ჯანდაცვის მინისტრის დამხმარე რობოტი პეპერი, რომელზეც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ Covid-19-ის დამარცხებაში დაგვეხმარება, პრეზენტაციის შემდეგ სცენიდან გადავარდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რობოტი სცენიდან უკუსვლით გადიოდა, რად დროსაც კონსტრუქციის კიდესთან მივიდა და გადავარდა, თუმცა დამტვრევას გადაურჩა და დაიჭირეს.

ამ დროს სცენაზრ პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იდგა, რომელმაც, განაცხადა, რომ პეპერი გადარჩა და ხუმრობით დაამატა: “რაღაც არ მოეწონა იქიდან, რაც მე ვთვი”.

ტიკარაძემ რობოტი პეპერი საზოგადოებას მის დამხმარედ გააცნო და განაცხადა, რომ ის კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებათ. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

“დღეს გვაქვს რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე პეპერი, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და სულ ახლახანს სწავლობს ქართულს. ის დაგვეხმარება სამომავლოდ Covid-19-ის დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში”, — განაცხადა მან პრეზენტაციისას.

დღეს, 18 ივნისს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან ბრძოლის ანგარიში წარადგინა. 

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close