ექსკლუზივი

[ვიდეო] თბილისის ზღვაზე 12 ივნისს გადაღებული სულისშემძვრელი ვიდეო, რომელიც უკვე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

12 ივნისს მეხანძრე მაშველების დღე აღინიშნება.ქართველ მაშველებს ყოველდღიურად უამრავ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება. მათ საკუთარი სიცოცხლის რისკის

ფასად ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

ისინი დაუფიქრებლად შედიან ალში გახვეულ შენობებში, ნანგრევებში, ზღვაში და ა.შ.

„პრაიმტაიმის“ მიერ გასულ წელს მოპოვებული ვიდეო, რომელიც მაშველების ერთ-ერთ გმირულ ქმედებას ასახავს, სოციალურ ქსელში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თბილისის ზღვაზე 14 წლის ბიჭის სასწაულებრივი გადარჩენის კადრები 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ იბრძვიან მაშველები მოზარდის გადასრჩენად – უტარებენ გულის მასაჟს და ხელოვნურ სუნთქვას.

მაშველებმა მოზარდის მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს, რის შემდეგაც ბავშვი ლინიკაში გადაიყვანეს.

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button