ექსკლუზივი

[ფოტოები] მშიერი ქვეყნის მილიონერი მინისტრი-თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა – თურნავა ლარის გამყარებაზე-ნახეთ რა ქონებას ფლობს ღატაკი ქვეყნის ეკონომიკის მინისტი !!

ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის არის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა, – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავა გამოეხმაურა ბოლო დღეებში ლარის გამყარების ტენდენციას.

“თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა, ე.წ. ლარის გამყარება არის რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების კომპლექსი. ერთი ეს არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია. უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც საბოლოოდ დადებითად აისახება, რადგან იმპორტირებული საქონლის ფასებზე ეს პოზიტიურად მოქმედებს და საბოლოოდ, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

წყარო /bm.ge

ნახეთ როგორ ცხვობენ და რა ქონებას ფლობს ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში სადაც მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. გთავაზობთ https://batumelebi.netgazeti.ge/ სტატიას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში ფეშენებელურ სახლს იშენებს. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რომელიც მინისტრის მეუღლის, დავით ვეშაპიძის სახელზეა გაცემული, საცხოვრებელ სახლს აქვს დიდი ღია ტერასა, საზაფხულო ფართობი,  მცირე ზომის აუზი ეზოში და ასე შემდეგ. პროექტის მიხედვით, სახლის საერთო ფართობი დამხმარე ნაგებობებით 561,8 კვადრატული მეტრია. აქედან 462 კვადრატული მეტრი უშუალოდ საცხოვრებელი ფართობია.

სახლის კარკასი უკვე აშენებულია.

ამ პროექტისთვის მინისტრის მეუღლემ დადგენილი კ2 კოეფიციენტის გაზრდა ითხოვა და თანხმობაც მიიღო.

ვაკეში მშენებარე სახლის ტერასა – რენდერი

ამ სახლის მშენებლობისთვის ადგილი, 380 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ზემო ვაკის პირველ შესახვევში მინისტრის მეუღლემ, დავით ვეშაპიძემ, 2015 წელს 100 000 აშშ დოლარად იყიდა. ამის შესახებ ნათია თურნავას ქონებრივ დეკლარაციაში უწერია.

თუმცა ამავე ქონებრივ დეკლარაციაში ნათია თურნავას არაფერი უწერია იმის შესახებ, რომ სახლს იშენებს ზემო ვაკეში.

მინისტრის ქონებრივი დეკლარციის მიხედვით, ნათია თურნავას კიდევ ერთი მიმდინარე სამშენებლო პროექტი აქვს მცხეთაში, სოფელ არაშენდაში, სადაც მისთვის 1 615 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2016 წელს უჩუქებიათ. დეკლარაციაში მინისტრმა არ მიუთითა, ვინ აჩუქა მას ეს ნაკვეთი. რეესტრის მონაცემებით კი, 2014 წელს ამ ნაკვეთის მესაკუთრედ  ლეილა თურნავა ფიქსირდებოდა [სავარაუდოდ მინისტრის და]. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მინისტრი ამ ნაკვეთზე აგარაკს იშენებს.

მინისტრმა დეკლარაციაში ჩაწერა ასევე ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე [130,79 კვ.მეტრი], რომელიც მან ასევე საჩუქრად მიიღო, ხოლო ბინა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე  [137,21 კვ/მეტრი] მას 2010 წელს 60 000 დოლარად შეუძენია.

2008 წელს ბინა საჩუქრად მინისტრის მეუღლესაც მიუღია. დავით ვეშაპიძისთვის უჩუქებიათ ბინა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე [63,3 კვ/მეტრი]. მინისტრს ქონებრივ დეკლარაციაში არც ამ შემთხვევაში აქვს მითითებული, ვინ აჩუქა მის მეუღლეს ბინა. რეესტრის მონაცემებით, ეს ბინა 2008 წელს თამარ ვეშაპიძეს ეკუთვნოდა.

საერთო ჯამში, მინისტრი და მისი მეუღლე ხუთ ბინას ფლობენ, მათ შორის ორი ბინა მათ ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლში, კობალაძის ქუჩაზეც შეიძინეს [2013- 2017 წლებში, ჯამში 73, 75 კვ.მ.]

მინისტრ ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი მეუღლე დავით ვეშაპიძე, რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ორი მიწის ნაკვეთი მათ სხვადასხვა წლებში სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შეისყიდეს.

2007 წელს დავით ვეშაპიძემ აუქციონის წესით ორი ნაკვეთი, ჯამში 75 ჰექტარი [750 000 კვ.მ] შეიძინა კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დედოფლისწყაროში [ადგილი კარაულკა]. ამ ნაკვეთებში მას ჯამში 16 500 ლარი გადაუხდია. გამოდის, იმ დროისთვის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მეუღლემ 1 კვადრატულ მიწაში 2.2 თეთრი გადაიხადა. ინტერნეტში არ იძებნება, რამდენი იყო 2007 წელს მიწის ნორმატიული ფასი დედოფლისწყაროში. 2010 წლის მონაცემებით კი, ამ მუნიციპალიტეტში 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი, საშუალოდ, 1 ლარი იყო.

მინისტრის რანგში შევსებულ დეკლარაციაში მოცემული ინფორმაციით, მინისტრის მეუღლეს დავით ვეშაპიძეს  ლაგოდეხში, დაცულ ტერიტორიასთან ახლოს, 28 ჰექტარზე მეტი [ზუსტად 282 957 კვადრატული მეტრი] ფართობის მიწის ნაკვეთი 2011 წელს, ჯამში, 50 000 აშშ დოლარად შეუძენია.

თბილისი, ვაკე – ნათია თურნავას სახლის კარკასის მშენებლობა დასრულებულია

ლაგოდეხის დაცული ტერიტორია საქართველოში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია და ამას სტატისტიკური მონაცემები მოწმობს. 2019 წლის მონაცემებით, ლაგოდეხის ნაკრძალს 18 830 ვიზიტორი ესტუმრა. რას გააკეთებს მომავალში მინისტრის ოჯახი ნაკრძალთან ახლოს არსებულ ფართობზე, „ბათუმელებისთვის“ ცნობილი არ არის. თუმცა დეკლარაციაში მითითებულია, რომ მინისტრს გასულ წელს საპროექტო სამუშაოებისთვის 15 000 ლარი დაუხარჯავს, რა  საპროექტო სამუშაოებზეა საუბარი, დეკლარაციით არ ირკვევა.

მინისტრის რანგში ქონებრივი დეკლარაცია ნათია თურნავამ მხოლოდ ერთხელ შეავსო – 2018 წლის 14 ნოემბერს. მანამდე მან ქონებრივი დეკლარაცია 2007 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რანგში შეუვსია. ნათია თურნავა ეკონომიკის სამინისტროში თანამდებობაზე დაბრუნებამდე – 2013-2018 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, თუმცა მას ამ პერიოდში ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ ჰქონდა.

ნათია თურნავა

ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას მინისტრს ანგარიშზე დანაზოგის სახით 50000 აშშ დოლარი ჰქონდა. ამავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრს და მის მეუღლეს დანაზოგთან ერთად აქვთ სესხებიც, სესხების დასაფარად ისინი ყოველწლიურად სოლიდურ თანხას იხდიან.

მთავარი ფოტო: პროექტის რენდერი

შენიშვნა:სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრისგან „ბათუმელებმა“ მიიღო განმარება ნათია თურნავას მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს 2018 წლის 14 ნოემბერს, მაშინ როდესაც ის დაინიშნა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.აღნიშნული დეკლარაცია ასახავს მის ქონებრივ მდგომარეობას 2017 წლის საანგარიშო პერიოდისათვის.2017 წელს სტატიაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები არ იწარმოებოდა (იმ პერიოდისათვის მიწაზე არ იყო განთავსებული დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაგებობა) და ბუნებრივია არ არსებული ნაგებობის ასახვა დეკლარაციაში ვერ მოხდებოდა. მიმდინარე წელს ქალბატონ თურნავას მოუწევს ქონებრივი დეკლარაციის შევსება 2018 წლის პერიოდისათვის, სადაც შეტანილი იქნება მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ნაკვეთზე განთავსებული შენობა იმ ღირებულებით, რა ღირებულებაც გააჩნდა ამ მშენებარე სახლს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის“.

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button