ექსკლუზივი

უმძიმესი ეკონომიკური მდგომარება ქვეყანაში და საზარელი შემთხვეა-ფინანსური პრობლემების გამო ახალგაზრდა პოლიციელმა, თავი მოიკლა

უმძიმესი ეკონომიკური მდგომარება ქვეყანაში და საზარელი შემთხვეა-ფინანსური პრობლემების გამო ახალგაზრდა პოლიციელმა, თავი მოიკლაგუშინ დილით ზუგდიდში,

მამის საფლავზე იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა 1982 წელს დაბადებულმა ყოფილმა პოლიციელმა არჩილ მარშანიამ. თვითმკვლელობის მიზეზი და მოტივი უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცი იძულებით გადაადგილებული პირი გახლდათ, ადრე მუშაობდა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში. იგი ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში მამიდასთან ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

ასევე სამეგრელოში რამდენიმე დღის წინ,ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე  46 წლის  მამაკაცმა საკუთარი პისტოლეტით თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button