ექსკლუზივი

სკანდალი-“ეს ამბავი ივანიშვილის ცოლის სადაქალოში გადაწყდა” – რას რისკავს “ოცნება”?

ქვემო ქართლს რუსთავის გარდა კიდევ ორი მაჟორიტარი ეყოლება. წალკა, თეთრიწყარო, ბოლნისი და დმანისი გაერთიანდება და რაც არ უნდა მოხდეს, აქ მაჟორიტარობას კახა ოქრიაშვილს ვერავინ შეეცილება. ფინანსური რესურსის გარდა, ოქრიაშვილს ადამიანური რესურსიც აქვს და ის უკონკურენტოა. რაც შეეხება მარნეულსა და გარდაბანს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა…

ვინ იქნება მაჟორიტარი, გარკვეული არ არის, თუმცა ამ კვოტით სიაში ჩაჯდომა ერთ ისეთ პიროვნებას სურს, რომელზეც ოცნების ლიდერებიც კი გაოცდნენ. დახურულ შეხვედრებზე  ამ სახელმა და გვარმა რამდენჯერმე გაიჟღერა და რომ არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ზურგი, მას არც განიხილავდნენ“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

საუბარი მარნეულის ყოფილ მერზე, თემურ აბაზოვზეა, კაცზე, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რომელიც დაკავებული გახლდათ, შემდეგ კი გამოუშვეს. ოფიციალურად, აბაზოვის დაზარალებული ამბობს, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ სახის სავარაუდოდ შარდით დაბანვის კადრები მთელმა საქართველომ ნახა და ახლა აბაზოვის „გაპრავება“ პარტიის თვალში თუ არა, მოსახლეობის თვალში მაინც წარმოუდგენლად ჩანს. როგორც გვეუბნებიან, ყოფილი მერის მეუღლე ივანიშვილის მეუღლესთან მეგობრობს და ბატონი თემურის ბედიც სადაქალოში გადაწყვეტილა, თუმცა რამდენად გარისკავს „ოცნება“, ძნელი სათქმელია.

ალია

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close