ექსკლუზივი

ახალი კანონპროექტი რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა-როგორ აპირებს ივანიშვილი საგანგებოს გარეშე მშიერი ხალხის სახლში გამოკეტვას-ეს ყველას გეხებათ !!

შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის მთელ ქვეყანაში გამოცხადების გარეშე, ხელისუფლებამ მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზეინდივიდუალურად დააწესოს.

ამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტში მუშაობა იწყება.

მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის ინიციატორები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.

დიმიტრი ხუნდაძე კანონპროექტის შინაარს განმარტავს, რომლის მიხედვითაც მთავრობას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კონკრეტულ ლოკაციებზე სხვადასხვა საქმიანობის შეზღუდვა შეეძლება.

„მთავრობას უნდა მიენიჭოს უფლება, კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ლოკაციებზე, საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე კრიზისული ვითარება დაარეგულიროს. ასევე, შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა, მაგალითად, მგზავრთა გადაყვანა, სხვადასხვა კვების ობიექტის მუშაობა, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება“, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, COVID – 19-ის გამო შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებამ ამის საჭიროება დაინახა, რის გამოც კანონმდებლებმა შესაბამისი პაკეტი უნდა მოამზადონ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ COVID-19-ის გამო შექმნილ ვითარებაში ამის საჭიროება დაინახა, რის გამოც კანონმდებლებმა შესაბამისი პაკეტი უნდა მოამზადონ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონით დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაისჯება საჯარიმო სანქციით 500-დან 2000 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირი 2000-დან 10 000 ლარამდე.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close