ექსკლუზივი

სკანდალი-“ივანიშვილს აღარ შეუძლია არჩევნების მოგება – ერთი გზა დარჩა…” ამერიკის სანქციების მერე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მიმართავს თუ არა ივანიშვილი პუტინს და რუსულ ჯარს?

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

“ივანიშვილი, სანქციებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან იმსახურებს” – განაცხადა თემის შეფასებისას “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს არ აქვს ის იმიჯი, რაც წლების წინ ჰქონდა.

“ქვეყნის, სადაც შესაძლებელია ინვესტორმა გააკეთოს ინვესტიცია, სადაც დემოკრატიული პროცესი კარგად მიდის, სადაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ხელისუფლება არ გამოიყენებს იგივე ინვესტორების წინააღმდეგ. მთელი ეს კონტექსტი ძალიან შემაშფოთებელია და ამის ინდიკატორი არის ის, რომ კიდევ ერთი კონგრესმენი დაემატა ამ მოთხოვნას. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს სანქციებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მხრიდან”, – აღნიშნა პარლემნტის წევრმა.

“ნაციონალურ მოძრაობაის” წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის იმიჯს უცხოეთში უკვე აღარაფერი უშველის.

“არავინ დატოვებს უყურადღებოდ საქართველოში დემოკრატიული პროცესების ასე ჩამოშლას, მართლმსაჯულების სისტემის ჩამოშლას და დიდი გულისყურთი დააკვირდებიან წინასაარჩევენო პერიოდს და ასევე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პანდემიას იყენებს თავის სასარგებლოდ”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ერთადერთი მოკავშირე ივანიშვილს რუსეთი რჩება, ივანიშვიმა გაბედა და ქვეყანაში ოკუპანტი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში შეიყვანა ადამიანი რომელმაც აფხაზეთის და ოსეთის დამოუკდებლობას მხარი დაუჭირა გაგრაში ქართველბს ხოცავდა ეს ადამიანი საქართველოს პარლამენტში ეჯდა და ქართველებს პარლამენტიდან მიესალმა,ეს სამშობლოს ღალტის ტოლფასია და არცა გამორიცხული რომ გავლენის შესანარჩუნებლად რუსეთი ჯარიც შემოიყვანოს. ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია,რაც შევარნაძემ ვერ გააკეთა ეს გააკეთებს..

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების აქტს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი შეუერთდა.

ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა:


“ქართული ოცნების მთავარი შიდა ზარალი არის ის, რომ მათ დაკარგეს ელექტორატი, ორთოდოქსი ოცნებისტები, რომლებიც სავარაუდოდ, გადაბარგდებიან ირმა ინაშვილთან. გარდა ამისა, რაც მთავარია, დაინგრა მითი, რომ ბიძინა ივანიშვილს გათვლა შეუძლია და რაღაც გაეგება პოლიტიკის, მას დარჩა მხოლოდ ერთადერთი აქტივი- ფული, მას უვე აღარ შეუძლია არჩევნების მოგება, შეუძლია მხოლოდ არჩევნების ყიდვა.”

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button