ექსკლუზივი

მოულოდნელი გადაწყვეტილება ამას არავინ ელოდა რას აპირებს ივანიშვილი სექტემბერში?

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ კრიზისს საჯაროდ არ აღიარებს, სამთავრობო წრეებიდან ცნობილი ხდება, რომ „ოცნების“ თავმჯდომარემ და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე წყაროს ინფორმაციით, მთავრობა შემოდგომაზე, კერძოდ, სექტემბრის ბოლოს შეიცვლება და ამ ცვლილების სქემა, დაახლოებით, ასეთი იქნება:ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურების საბაბით პრემიერი გახარია თანამდებობას დატოვებს. ასევე,

პოსტებზე უარს იტყვიან ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებიც. ყველაფერი ეს კი იმის მიზეზი გახდება, რომ მთავრობა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინოს.
ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერის პოსტზე გახარა შესაძლოა,ეკატერინე ტიკარაძემ ჩაანაცვლოს, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფომაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ არ არის მიღებული.
ამასთან, კულუარებში ამბობენ, რომ პრემიერობის ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იყოს, რომელიც ივანიშვილის ნდობის აღჭურვილ პირად ითვლება, თუმცა ამის მიუხედავად, ცქიტიშვილის კანდიდატურას თავად „ოცნების“ ის გუნდი არ უჭერს მხარს, რომელსაც ივანიშვილთან ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს.
სხვათა შორის, იმის თაობაზე, რომ შემოდგომაზე, უფრო ზუსტად, სექტემბრის ბოლოს მინისტრთა კაბინეტი დიდი ალბათობით შეიცვლება, მინიშნება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ედპ-ს თავმჯოდმარე ბაჩუკი ქარდავამაც გააკეთა.
„სულ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ დავწერ: ქვეყანაში გაფორმდა კრემლიდან მართული დიქტატურა! ჩვენ ვხედავთ უკიდურესად შეურაცხყოფილ საქართველოს მოქალაქეს და თავხედ დიქტატორს, რომელიც გუდავს თავისუფლებას! ისმის კითხვა, რა ვქნათ? პასუხი ერთია – ჩვენი ვალია, შევთახმდეთ და გავუწიოთ მოქალაქეების ამ გულწრფელი პროტესტის გამოხატვას ორგანიზება შემოდგომაზე, რუსთაველის გამზირზე! ივანიშვილი მთავრობის გაშვებას აპირებს სექტემბერში, ეს ანკესია, პრობლემა თვითონ ივანიშვილია! არა ივანიშვილს!“ – დაწერა ქარდავამ სოციალურ ქსელში.
მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ივანიშვილის მხიდან ბრძოლის ამ რაუნდის გადაგორების მცდელობა იქნება. მისთვის მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button