ექსკლუზივი

ყანდიაშვილის და “ოცნების”ტროლების შემდეგ “ფეისბუქმა” კადიროვის “ინსტაგრამი” დაბლოკა- “ფე­ის­ბუქის” ადმინისტრაცია გა­ნა­ცხა­დებას ავრცელებს !!

რამ­ზან კა­დი­როვს “ინ­სტაგ­რა­მი” და­უბ­ლო­კეს – ამის შე­სა­ხებ bbc.com-ის რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი იუ­წყე­ბა. მი­სი­ვე ცნო­ბით, გვერ­დი, რომ­ლი­თაც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი აქ­ტი­უ­რად სარ­გებ­ლობ­და, დი­ლი­დან დაბ­ლო­კი­ლია.

ად­გი­ლობრვი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის დაბ­ლო­კილ გვერ­დებ­თან კა­დი­როვს სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს, თუმ­ცა მის პა­რა­ლე­ლუ­რად, “ფე­ის­ბუქ­მა” გა­ნა­ცხა­და, რომ “ინ­სტაგ­რა­მი” მათ ეკუთ­ვნით და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც, ამე­რი­კის მიერ სა­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს.

ცნო­ბის­თვის, 2017 წელს ამე­რი­კის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი რამ­ზან კა­დი­რო­ვი ე.წ. მაგ­ნიტსკის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, რაც ნიშ­ნავს, რომ კა­დი­როვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რე­ბენ სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე სიკ­ვდი­ლით დას­ჯის, წა­მე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სხვა სა­ხის დარ­ღვე­ვე­ბის­თვის…

“მაგ­ნიტსკის აქტი” კონ­გრეს­მა 2012 წელს მი­ი­ღო და იმ პირ­თა წი­ნა­აღ­მდეგ, ვი­საც კავ­ში­რი აქვს კო­რუფ­ცი­ას­თან და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას­თან, ეკო­ნო­მი­კურ და სა­ვი­ზო სან­ქცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შეგახსენებთ რომ რამოდენიმე დღის წინ

სამშაბათი, 5 მაისი, 2020 – 21:10

0 კომენტარი

ფოკუსში

პოპულარული

Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.

ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა. 

“ინდივიდები, რომლებიც იდგნენ ამ აქტიურობის უკან, იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს – მათი ნაწილი ჩვენი ავტომატიზებული სისტემის მიერ აქამდეც იყო აღმოჩენილი და წაშლილი – რათა შეექმნათ გამოგონილი პიროვნებები, განესახიერებინათ ოპოზიციური ლიდერები და ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი პირები, მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს და თავიანთ მასალას იმაზე უფრო პოპულარულად წარმოაჩენდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყო.

ამ ჯგუფთაგან რამდენიმეს სახელწოდებები და ადმინისტრატორები დროთა განმავლობაში შეიცვალნენ და, როგორც ჩანს, ისინი გაყიდეს. ადამიანები, რომლებიც იდგნენ ამ ქსელის უკან, ასევე მართავდნენ გვერდებს, რომელთა დიზაინიც მომხმარებლების პროფილებს ჰგავდა – იყენებდნენ ყალბ სახელებსა და პროფილის მოპარულ ფოტოებს – რათა დაეპოსტათ და გაევრცელებინათ თავიანთი მასალა, ასევე თავიდან აერიდებინათ მათი ანგარიშების აღმოჩენა და წაშლა.

ზოგიერთი ეს გვერდი ახალი ამბების დამოუკიდებელ სააგენტოებად პოზიციონირებდა. გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, პოსტავდნენ ადგილობრივ ახალ ამბებზე და ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორებიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა და სახელისუფლებო პირები, ასევე აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, ჟურნალისტებსა და ადგილობრივ აქტივისტებს.

ბოლო პერიოდში ეს ქსელი ინფორმაციას ავრცელებდა Covid-19-თან დაკავშირებით, ეს, მათ შორის მოიცავდა ისეთ პოსტებსაც, რომლებიც წავშალეთ ზიანის მომტანი დეზინფორმაციის შესახებ ჩვენი პოლიტიკის დარღვევის გამო.

ეს არაავთენტური აქტივობა აღმოვაჩინეთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა საეჭვო კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას, რომლის შესახებაც იუწყებოდა ადგილობრივი ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაცია საქართველოში და რომელსაც კავშირები ჰქონდა იმ ქსელთან, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გავაუქმეთ“, – წერია Facebook-ის განცხადებაში.

სოციალური ქსელის ცნობით, გაუქმებული გვერდებიდან ერთს მაინც, დაახლოებით, 973 00 Facebook ანგარიში მიყვებოდა; გაუქმებული ჯგუფებიდან ერთს მაინც – 1 508 000-მდე ანგარიში; გაუქმებული Instagram-ანგარიშიდან ერთს მაინც – დაახლოებით, 26 000 ანგარიში.

Facebook-ის ცნობით, ამ ქსელმა რეკლამებში დაახლოებით, $30 000 დახარჯა.

ეSპერსონა ახალი ამბების სააგენტოა, რომლის ხელმძღვანელიც ქართული ოცნების PR კონსულტანტი კოკა ყანდიაშვილია. Facebook-ზე ამ დროისთვის აღარ იძებნება მისი პირადი პროფილი, მისი სახელითა და გვარით არსებული Like-გვერდი, რომელსაც თავად მართავდა და ჯგუფები, რომლებსაც ასევე თვითონ მართავდა. 

ფოტო: DFRLab

2012 წლიდან 2013 წლამდე, თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის ყოფნის დროს, კოკა ყანდიაშვილი პრემიერმინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2013 წლის 29 დეკემბერს მან საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავრობის კონსულტანტის პოსტი დაიკავა. ამ დრომდე არცერთხელ გავრცელებულა ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ კოკა ყანდიაშვილი ამ თანამდებობას აღარ იკავებს.

ოპოზიციურ პარტიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთხელ გაუცხადებიათ, რომ ყანდიაშვილი ე.წ ტროლების ქარხანას მართავდა, რომლის სავარაუდო მისამართი – რუსთაველის 12 – ასევე ცნობილია. 2019 წლის 25 დეკემბერს მითების დეტექტორმა გამოავლინა სქემა, თუ როგორ მართავს ეSპერსონა Facebook-ჯგუფებსა და გვერდებს. 

2019 წლის მარტში პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს მაშინ TBC ბანკის ხელმძღვანელმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლელო დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თქვა, რომ 2018 წლის ივნისში ბანკში ერთდროულად 4 უწყების შესვლას TBC-ზე კიბერთავდასხმა დაემთხვა. TBC ბანკის IT სპეციალისტებმა შეისწავლეს თავდასხმა და დაასკვნეს, რომ ეს რუსთაველის 12 ნომრიდან მოდიოდა. ხაზარაძე ამბობდა, რომ რუსთაველის 12-ში ზის ის ხალხი, ვინც Facebook-ზე ოპოზიციის შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს.

მოგვიანებით, რუსთაველის 12-ში მდებარე ოფისზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, რომლის მიხედვითაც, ეს ოფისი კოკა ყანდიაშვილს და მის ტროლების ქარხანას ეკუთვნოდა. მაშინ ყანდიაშვილმა თქვა, რომ ცხოვრებაში პირველად გაიგო, რას ნიშნავდა “ტროლი” და “ბოტი” და დაგუგლვა დასჭირდა, რათა მათ მნიშვნელობაში გარკვეულიყო.

ყანდიაშვილი ქართული ოცნების აქტიური და საჯარო მხარდამჭერია. ის ასევე აქტიურად აკრიტიკებს ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურ ლიდერებს ან ნებისმიერ ადამიანს, ვინც ქართული ოცნებისთვის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს – ყოველ შემთხვევაში ასე იქცეოდა ის მანამ, სანამ პროფილს გაუუქმებდნენ.

ამასთან, ეSპერსონას ყოფილი ჟურნალისტი ნათია ბერიძე 20 ივნისის საქმეზე პროკურატურის ოქროს მოწმეა. მან ახალი ამბების სააგენტო 2019 წლის 20 დეკემბერს, Facebook-ის მიერ ასობით გვერდის გაუქმების შემდეგ დატოვა. Facebook-ის პლატფორმაზე აღარც მისი ანგარიში იძებნება.

გაუქმებულ ანგარიშებს ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორიაც (DFRLab) ამოწმებდა

მათი ანგარიშის მიხედვით, Facebook-მა ყანდიაშვილის პირადი ანგარიშების გარდა, ასევე წაშალა მისი ყოფილი ცოლის, ნონა ყანდიაშვილის, პროფილიც, რომელიც მთავრობის კანცელარიის პრეს-ოფისის ხელმძღვანელი იყო 2012 წლიდან 2017 წლამდე, საიდანაც თბილისის საკრებულოში გადაინაცვლა. როგორც DFRLab წერს, ნონა ყანდიაშვილი ასევე იყო დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან და მის მიერ პარტიისთვის გადარიცხული თანხები საჯაროდაა ხელმისაწვდომი.

DFRLab-მა შეამოწმა 488 ანგარიში, რომელიც ესპერსონას მიერ იმართებოდა და რომელიც Facebook-მა წაშალა. DFRLab-ის ცნობით, ქსელს საქართველოს შიდა აუდიტორია ჰქონდა მიზანში ამოღებული და წერდა პოსტებს პოლიტიკაზე, არჩევნებსა და სამთავრობო პოლიტიკაზე, მიზნად ისახავდა, დისკრედიტაცია მოეხდინა ან გაეკრიტიკებინა ოპოზიციური და ადგილობრივი ორგანიზაციები.

DFRLab-ის ანგარიშის მიხედვით, კოკა ყანდიაშვილის ეSპერსონას, როგორც მინიმუმ, 8 Facebook-გვერდი ჰქონდა სახელის “ესპერსონა” სხვადასხვა ვარიაციით. ამ გვერდების საერთო გამომწერების რაოდენობა 40 000-ს აღწევდა. ანგარიშის მიხედვით, მათგან რამდენიმე აზიარებდა ესპერსონას ვებსაიტის მასალას, ნაწილს კი 0 აქტიურობა ჰქონდა.

ფოტო: DFRLab

ესპერსონას 8 გვერდიდან, რომელსაც DFRLab ამოწმებდა, 7 გვერდი ასევე მართავდა Facebook-ჯგუფებს, რომლებიც ქვემოთ “არაავთენტურ ჯგუფებად” იქნება მოხსენიებული.

ფოტო: DFRLab

ატლანტიკური საბჭოს ციფრული ლაბორატორიის ცნობით, სხვა გვერდები, რომლებიც Facebook-მა წაშალა, ასევე რეგულარულად აზიარებდნენ იმავე მასალას, რაც იპოსტებოდა ჯგუფებშიც. გვერდები მიზნად ისახავდნენ პოლიტიკური ოპოზიციისა და აქტივისტების დისკრედიტაციას. 

ფოტო: DFRLab

ანგარიშის მიხედვით, წაშლილი გვერდების ნაწილი სხვა გვერდების სახელებს იმეორებდა. ყველა ის გვერდი, რომელთა სახელებსაც შემდეგ სხვა გვერდები იმეორებდნენ, 2018 წელს იყო შექმნილი, ხოლო მათი დუბლირებული ვარიანტები 2019 წლის 29 და 30 ივლისს შეიქმნა.

ფოტო: DFRLab

2018 წელს შექმნილი გვერდების გამომწერების საერთო რიცხვი 11 000-დან 40 000-მდე მერყეობდა მაშინ, როდესაც 2019 წელს შექმნილი დუბლირებული ვარიანტებს მხოლოდ 300-დან 600-მდე გამომწერი ჰყავდათ იმ დროისთვის, როდესაც ისინი გაუქმდნენ. 

ქსელი ასევე მოიცავდა გვერდებს, რომლებიც განასახიერებდნენ ოპოზიციურ ლიდერებსა და ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელ პირებს.

“ეს განსაკუთრებით რელევანტურია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული დაძაბული სიტუაციის კონტექსტში, რადგან ქართული საზოგადოება განსაკუთრებულად ენდობა რამდენიმე ექიმსა და ვირუსოლოგს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყანაში Covid-19-თან დაკავშირებულ მოვლენებს გადმოსცემდნენ”, – წერია ანგარიშში.

DFRLab-ის ცნობით, ერთერთი წაშლილი ანგარიში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს, განასახიერებდა. კიდევ ერთი წაშლილი გვერდს ოპოზიციონერ პოლიტიკოსად, ვანო მერაბიშვილად, მოჰქონდა თავი. ანგარიშის მიხედვით, გვერდი გამომწერებს ასევე სთავაზობდა ბმულს, რომლითაც ისინი უნდა გაჰყოლოდნენ “მის” Twitter-ის ანგარიშს, თუმცა მითითებული ბმული ასევე ყალბი იყო. 

ფოტო: DFRLab

ატლანტიკური საბჭოს კვლევის მიხედვით, წაშლილი გვერდების ნაწილი  პოლიტიკურ ახალი ამბების მარგინალურ სააგენტოს ეკუთვნოდა. DFRLab-მა 14 ასეთი ახალი ამბების სააგენტოს დათვალა, რომელთა ოფიციალური გვერდები Facebook-მა გააუქმა. ამ 14 გვერდის გამომწერების საერთო რაოდენობა 8 400-ზე მეტი იყო. როგორც DFRLab წერს, ისინი ძირითადად პრო-სახელისუფლებო მასალას პოსტავდნენ და მათი მასალების დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების კრიტიკას ეთმობოდა. ამ გვერდების მიერ შექმნილ მასალას ასევე აზიარებდნენ რამდენიმე ჯგუფში, რომლებიც Facebook-მა ასევე გააუქმა.

ფოტო: DFRLab

DFRLab-ის ცნობით, ასეთი გვერდების დიდი ნაწილი 2019 წლის 27 მაისს იყო შექმნილი, ნაწილი კი ცოტა მოგვიანებით, 2019 წლის ივნისში. ამ გვერდების ნაწილი, დაახლოებით, ერთნაირად გამოიყურებოდა და გვერდის თითქმის ერთნაირი აღწერილობა ჰქონდათ. როგორც ანგარიშში წერია, ამ და სხვა მიზეზების გამო, დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს გვერდები ერთისა და იმავე ადამიანის მიერ შეიქმნა. 

ფოტო: DFRLab
ფოტო: DFRLab

DFRLab-მა ასევე იპოვა 90 Facebook-გვერდი, რომლებიც არაფერს პოსტავდნენ თავიანთ კედელზე, თუმცა ისინი აქტიურად აზიარებდნენ სხვების მიერ შექმნილ მასალას მათ მიერ მართულ ჯგუფებშიზ. ზოგიერთი ეს გვერდი მხოლოდ იმ მასალას აზიარებდა, რომლებსაც ზემოთ აღნიშნული ახალი ამბების მარგინალური სააგენტოები ქმნიდნენ. 

ფოტო: DFRLab

“დიდი ალბათობით, ამ არაავთენტური გვერდების კოლექციის მფლობელები იყენებდნენ Facebook-ის შესაძლებლობას, რომლითაც ისინი ჯგუფებს მართავდნენ არა პროფილების, არამედ გვერდების საშუალებით, რაც მიზნად ისახავდა მათი ნამდვილი იდენტობის შენიღბვა”, – წერია ანგარიშში. 

ამ გვერდების უმრავლესობა გამოიყენებოდა ექსკლუზიურად იმისთვის, რომ ემართათ ჯგუფები, რომლებიც შეიქმნა 2019 წლის ბოლოს და მათ სახელში ერია ახალი ამბები ან News. 

DFRLab-ის კვლევის მიხედვით, არაავთენტური ქსელი ასევე მოიცავდა ათობით ნაკლებად პოლიტიკური შინაარსის გვერდსაც, რომლებიც ეძღვნებოდა ფილმებს, ფეხბურთს, გართობასა და სიყვარულს, სხვა საკითხებთან ერთად. ალბათ იმის გამო, რომ მათ ნაკლებად პოლიტიკური ბუნება ჰქონდათ, შედარებით ფართო აუდიტორიაც ჰყავდათ. 

ფოტო: DFRLab

Facebook-მა ასევე გააუქმა 122 ჯგუფი, რომლებიც შექმნილი იყო და იმართებოდა არაავთენტური ქსელის ფარგლებში. მასალა, რომელიც ამ ჯგუფებში იპოსტებოდა მრავალფეროვანი იყო – დაწყებული ახალი ამბებით, დამთავრებული რელიგიით. DFRLab ჩატარებული კვლევის ფარგლებში წერს, რომ მათ შეუმჩნევიათ, როდესაც ერთისა და იმავე შინაარსის მქონე პოსტი ერთდროულად იდებოდა რამდენიმე ჯგუფში.

DFRLab-ის ცნობით, ზოგიერთ ჯგუფს რამდენიმე ადმინისტრატორი ჰყავდა, მათ შორის რეალური ადამიანები, ყალბი ანგარიშები და გვერდები. ესპერსონასა და ზემოთ ნახსენები მარგინალური ახალი ამბების სააგენტოების მიერ შექმნილი პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური მასალა წამიერად იპოსტებოდა ამ ჯგუფებშიც. Facebook-მა ასევე წაუშალა პროფილები იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ, როგორც ესპერსონასთან, ისე – მარგინალურ სააგენტოებთან.

ფოტო: DFRLab

DFRLab-მა ასევე აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი წაშლილი ჯგუფის შემთხვევაში მასალა რეგულარულად იპოსტებოდა ორი ნიუს-სააგენტოდან, რომლებსაც რუსული დომეინები ჰქონდათ – Geoposts.ru და informaciebia.ru. ანგარიშის მიხედვით, ბმულზე დაკლიკვის შემთხვევაში მომხმარებელი გადადიოდა კიდევ სხვა რუსულ “ახალი ამბების” ვებგვერდებზე – Debatnews.ru-სა და todaynewss.ru-ზე. ორივე ვებსაიტი აქვეყნებდა ინფორმაციას სენსაციური სათაურებით ქართულ ენაზე და ორივე მათგანს გაშვებული ჰქონდათ რეკლამები, რომლებიც ე.წ clicbait მასალის ხარჯზე ფინანსურ მოგებას უზრუნველყოფდა.

ფოტო: DFRLab

“ამ ცხადი ფინანსური მოტივაციის მიღმა, ვებგვერდები ასევე აქვეყნებდნენ ისეთი შინაარსის მასალას, რაც ქართული ოცნების ხელისუფლების სასარგებლოდ იყო განწყობილი”, – წერია ანგარიშში.

DFRLab-მა შეამოწმა Geoposts1.ru მისი Google Analytics ID-ის გამოყენებით, რაც არის ანგარიშის უნიკალური კოდი, რომელიც ვებგვერდებს აძლევს საშუალებას, ჰქონდეს ფასიანი რეკლამები და კიდევ 10 აფელირებული გვერდი აღმოაჩინა. ეს ვებგვერდები ერთსა და იმავე Google Analytics ID-ის იყენებდნენ და მათი დომეინების მისამართები ერთმანეთის მსგავსია. 

ფოტო: DFRLab

DFRLab-ის კვლევის მიხედვით, ამ ვებგვერდების დიზაინი და ინტერფეისი თითქმის იდენტური იყო და მათი მასალა ასევე ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.

Facebook-მა ასევე წაშალა 56 Instagram-ანგარიში, რომლებიც ამ ქსელთან იყვნენ დაკავშირებულები. DFRLab-ის ცნობით, ეს მოიცავდა ანგარიშებს, რომლებსაც არანაირი აქტივობა არ ჰქონიათ; სრულად დახურულ ანგარიშებს და ასევე ანგარიშებს, რომლებიც აზიარებდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერ ფოტოებს. 

ფოტო: DFRLab

ანგარიში მოამზადეს DFRLab-ის ასოცირებულმა მკვლევარმა, ეთო ბუზიაშვილმა და ასისტენტ მკვლევარმა, გივი გიგიტაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close