ექსკლუზივი

“ძლიერი ეკონომიკურ ზრდას ვერ შეაჩერებთ, რაც უფრო იმატებს ეკონომიკური ზრდა, უფრო მეტად ტკივათ თავი რადიკალურ ოპოზიციაში“

ქვეყანაში უმძიმესი ეკონიმიკური და სოცალური კრიზსის პარალელურას, ოცნების ლიდერები ხალხს არწმუნებენ რომ საქართველოში უპრეცდენტო ეკონმიკური ზრდა არის და ქვეყნის ეკონიმიკა დღუს.

„რაც უფრო იმატებს ეკონომიკური ზრდა, უფრო მეტად ტკივათ თავი რადიკალურ ოპოზიციაში, გამოდიან და უკვე პირდაპირი ლაპარაკი დაიწყეს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უკავშირდება რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების მდგომარეობასო. მე შეგახსენებთ, რომ ასეთივე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვქონდა, ომის დაწყებამდე, შესაბამისად ეს არის სიცრუე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“.  მან ისაუბრა იმ პრინციპებზე, თუ რა სჭირდება სახელმწიფოს, რომ იყოს ევროპული ოჯახის წევრი და რას ეწინააღმდეგება ოპოზიცია.

„ევროპული ოჯახი რას ეფუძნება, ჩამოვთვალოთ ძირითადი პრინციპები,  ევროპული იდეის ფუნდამენტი. პირველი ეს არის დემოკრატია, დემოკრატია რას ნიშნავს,  წააგებ თუ მოიგებ, არჩევნების შედეგებს უნდა სცე პატივი. ეს არის ის პოლიტიკური ბანაკი, რომელიც ამბობს, რომ თუ არ გავიმარჯვებთ არცერთ არჩევნებს არ ვაღიარებთ. მხოლოდ ის არჩევნებია სწორი არჩევნები, რომელშიც ჩვენ მოვიგებთ, ანუ მათ არ უნდათ, რომ იყვნენ ოპოზიციაში მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს ოპოზიციისთვის საკმარისი ხმები და ამაზე პირდაპირ ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და წესების დაცვით ჩატარებული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რადიკალურმა ბანაკმა თქვა, რომ ეს არჩევნები ჩვენი მხრიდან ბოიკოტს იმსახურებს. ეს ერთი. დემოკრატიას, როგორ ექცევიან ვნახეთ.

მეორე არის ძლიერი ეკონომიკა, რაც უფრო იმატებს ეკონომიკური ზრდა, უფრო მეტად ტკივათ თავი რადიკალურ ოპოზიციაში, გამოდიან და უკვე პირდაპირი ლაპარაკი დაიწყეს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უკავშირდება რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების მდგომარეობასო, მე შეგახსენებთ, რომ ასეთივე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვქინდა, ომის დაწყებამდე, შესაბამისად ეს არის სიცრუე.

Related Articles

Back to top button

Adblock Detected

Please consider supporting us by disabling your ad blocker