ექსკლუზივი

დიდი სკანდალი-რატომ არ აღიარებს მსოფლიოს არცერთი ქვეყანა საქართველოს პროკურატურის გამოტანილ განაჩენს? 8 წელი “ძებნილი” პრეზიდენტი მსოფლიო პოლიტკაში ლიდერად რჩება!!

ჟურნალისტი: თქვენ ერთერთ ეთერში განაცხადეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, რა წერია სავიზიტო ბარათზე ან კაბინეტის კარებთან, რომ მზად ხართ უკრაინას დაეხმაროთ ნებისმიერი სტატუსით. ეს რამდენად მართალია?

მიხეილ სააკაშვილი: აბსოლუტურად ასეა. მე ალერგია მაქვს კაბინეტზე. როცა პრეზიდენტი ვიყავი მუდმივად ხალხთან ვიყავი, მუდმივად მინდორში ვიყავი.

ჟურნალისტი: მიუხედავად იმისა, რომ რომ თქვენი დეპუტატებმა მხარი არ დაგიჭირეს, უფრო სწორად საკმარისი ხმა ვერ მოაგროვეთ, ასევე თქვენ შეხვდით სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებს და მთლიანობაში საკმარისი ხმაც კი მოაგროვეთ, იყო კიდევ ერთი ნიუანსი, იურიდიული სახის, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრი არ უნდა იყოს ნასამართლევი თქვენ კი დე იურე საქართველოში გაქვთ…

მიხეილ სააკაშვილი: ამ კითხვას ძალიან მარტივად ვუპასუხებ. უკრაინელი პოლიტიკოსების უმრავლესობაზე განაჩენია გამოტანილი. მაგალითად არსენ იაცენიუკი, ანატოლი გლიცენკო, არის უამრავი განაჩენი რეალურად უკრაინელ გმირებზე გამოტანილი. ვის-ვის და უკრაინას არ სჭირება განუმარტო რას ნიშნავს პოლიტიკური განაჩენი. გაიხსენეთ იულია ტიმოშენკო…
არცერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აღიარებს ამ განაჩენს, გარდა რუსეთისა და ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლებისა, რომელიც რუსეთის ფილიალია.
რა არის ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლება – ეს არის რუსეთის „გაზპრომის“ უმსხვილესი აქციონერი, ივანიშვილი. საქართველოს პრემიერმინისტრი(გიორგი გახარია) არის ადამიანი, რომელმაც თავის კარიერა რუსეთში ააწყო, ის იქ გაიზარდა და სწავლობდა. და ჩემი ინფორმაციით რუსეთის სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი აქვს.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2018 წლის 22 ნოემბერს  მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წლით პატიმრობა შეუფარდა

ასევე,თბილისის საქალაქო სასამართლომ  2018 წლის 5 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, სადაც პროკურატურა მას ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეში სამხედროს წოდების მსჯავრდებული გერონტი ალანიას, მიხეილ ბიბილურის და ავთანდილ აფციაურის შეწყალებას ედავებოდა დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button