ექსკლუზივი

ივანიშვილის მორიგი სამიზნე გახარიაა – დიდი წმენდა შსს-ში რატომ ტოვებენ გახარიას კადრები თანამდებობეს ?

გახარიას მოჩვენებითი ტრიუმფი და შიდა ბრძოლა გავლენებისთვის “ოცნებაში” – “ნიუპოსტს” წყარო სამთავრობო კულუარებიდან უყვება, რომ “გასაგდებად” გამზადებულ გიორგი გახარიას, ახალმა კორონავირუსმა სულზე მოუსწრო და მისი მართვის სადავებიდან ჩამოშორება გადაიდო.

“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი გვიყვება, რომ პრემიერის გაზრდილი რეიტინგის ფონზე ოლიგარქი საშინლად ეჭვიანობს.

ბიძინა ივანიშვილის დავალებით, შს მინისტრმა უწყებაში გახარიას კადრების წმენდა აქტიურად დაიწყო. ვახტანგ გომელაურისა და გახარიას დაპირისპირება პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა შს მინისტრის პოსტზე ახლადდანიშნულმა გომელაურმა გიორგი გახარიას მიერ გაგდებული კადრი, უმძიმეს დანაშაულეებში მხილებული (საუბარია ადამიანის ცემაზე, მოწმეების გაუპატიურების მცდელობასა და პოლიტიკური ლიდერების დევნაზე)თეიმურაზ კალანდაძე უწყებაში დააბრუნა და დემონსტრაციულად დააწინაურა.

“ნიუპოსტს” მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შს მინისტი უწყებიდან გიორგი გახარიას მარჯვენა ხელს, შს მინისტრის პირველ მოადგილეს, კახა საბანაძეს ათავისუფლებს.

ჩვენი წყაროს ცნიბით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაფორმდება.

აღსანიშნავია, ისიც რომ რამდენიმე დღის წინ, თანამდებობა ონის მერს, შს მინისტრის მოქმედი მოადგილის კახა საბანაძის მამას, ემზარ საბანაძესაც დაატოვებინეს.

რაც შეეხება თავად კახა საბანაძეს, “ნიუპოსტის” წყაროს ინფორმაციით, მისი გათავისუფლების მიზეზად გომელაური, ბოლო დროის სკანდალს უკავშირდებს, რომელშიც შსს-ს მაღალჩინოსანი გაეხვა და რომელიც საქართველში წარმოებული პირბადების შესაძლო კორუფციულ სქემას უკავშირდება.

ოპოზიციის მტკიცებით, კომპანიის უკან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ (ეკონომიკის სამინისტრომ) დოლბანდის პირბადეების შეკერვა შეუკვეთა, შინაგან საქმეთა და სუს-ის უფროსის მოადგილეები დგანან.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ “ემ ჯი ემტექსის”, დამფუძნებლებს სუს-ის უფროსის მოადგილესთან ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და მის ძმასთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, ასევე კახა საბანაძესთან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.

“ნიუპოსტი” ინფორმაციის გადასამოწმებლად შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში კახა საბანაძესთან დაკავშირებით ჩვნეს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არ ადასტრურებენ.

პოსტი დაატოვებინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსს. ამ დროისათვის უცნობია, რა მიზეზით გათავისუფლდა სამსახურიდან შოთა ხაჟომია. ის აღნიშნულ თანამდებობამდე 2017 წლიდან მუშაობს, მანამდე კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე იყო.

დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსი მერაბ წურწუმიაც. ამის შესახებ ინფორმაციასაც შსს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალები წურწუმიას გათავისუფლებაზე ამ დროისათვის უცნობია. აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ წურწუმია გასულ წელს დაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი 1990 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

https://www.newposts.ge/

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close