ექსკლუზივი

გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო, არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, -ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა თავი ჩამოიხრჩო

ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.

არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა.

დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი – თემო სამხარაძე.

არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად”

ჟურნალისტი, ირა გოგოსაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ნიკა გვარამიას დაცვამ, რომელიც იმავდროულად მისი მძღოლიც იყო
თავი ჩამოიხრჩოო!
ამჟამად გვარამიას გამომძიებელი ესაუბრება… “

რამდენიმე წუთის წინ, პრაიმტაიმმა გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია: შემთხვევა დღეს დილით ვარკეთილში მოხდა. გარდაცვლილია 30 წლის თ.ს, რომელმაც ახლობლების გადმოცემით, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

„ოჯახის წევრებიც სახლში იყვნენ ამ დროს. არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს. მუშაობდა კერძო დაცვაში, ცნობილ პირს იცავდა (ვინაობას არ ვაკონკრეტებთ – ავტ.)“, – ამბობს საუბრისას გარდაცვლილის ახლობელი.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close