ექსკლუზივი

ნამდვილი სასწაულია!!! საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მღვდელ-მონაზონი უცნაურ ვიდეოს ავრცელებს

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მღვდელ-მონაზონი იერონიმე, სოციალურ ქსელში სასწაულმოქმედი ხატის ვიდეოს ავრცელებს.

როგორც სასულიერო პირი წერს, საბერძნეთში, სასწაულმოქმედ ხატს ხელში თუ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი დაიჭერს უცნაურ მოქმედებას იწყებს.

ხატს მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაულზე გამოაბრძანებენ ხოლმე,

„პრაიმტაიმი“ მღვდელ-მონაზონი იერონიმეს პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„საბერძნეთში, ქალაქ კავალაში არის ფერისცვალების მამათა მონასტერი, სადაც დაბრძანებულია მაცხოვრის ფერისცვალების სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ყოველ ფერისცვალების დღესასწაულზე გამოაბრძანებენ გარეთ და ნებისმიერ მორწმუნეს აქვს საშუალება, რომ მიეახლოს და დაიჭიროს ხელში ეს ხატი.
თუკი ადამიანი სულიერად ან ფიზიკურად დაავადებულია, ხატი მის ხელში იწყებს უცნაურ მოქმედებას, რომელიც უმართავი ხდება რამდენიმე წამის განმავლობაში, რის შემდეგაც იკურნება უამრავი ადამიანი, სულიერი და ხორციელი სნეულებისგან.“ – წერს სასულიერო პირი.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close