ექსკლუზივი

ინფორმაცია რომელიც ამ წ უ თ ე ბ შ ი ვრცელდება-უპრეცედენტო გადაწყვეტილება -აპლიკაცია , რომელიც მოქალაქეს შეატყობინებს, რომ კვირუსით ინფიცირებულთან ახლოს იმყოფება- მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია

მთავრობა აპლიკაციის შექმნას გეგმავს, რომელიც მოქალაქეს შეატყობინებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლოს იმყოფება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი აპლიკაცია არაერთ ქვეყანაში დაინერგა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მოქალაქეებს შესაბამის გაფრთხილებას აძლევს. 

“მთავრობა მსგავსი მოდელის შექმნაზე უკვე მუშაობს”, – თქვა მინისტრის მოადგილემ შესაბამისი კითხვის პასუხად. 

„იგეგმება, რა თქმა უნდა. გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი. ახლა მიმდინარეობს სამუშაო, როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება და ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ დაინერგოს ჩვენთანაც ეს მოდელი“, – განაცხადა გაბუნიამ.

https://bm.ge/

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close