ექსკლუზივი

ბებო ტრანსპორტიდან ჩამოაგდეს!..გუშინ, საღამოს, N 43 მიკროავტობუსიდან მძღოლმა ჩამოაგდო, შენ ავად ხარ და არ წაგიყვანო

სოლიდარობის სახლი ფეიზბუქ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას თუ როგორ ჩამოაგდეს გუშინ ბებო ტრანსპორტიდან.

„ბებო ტრანსპორტიდან ჩამოაგდეს!.. გუშინ, საღამოს, სიმღერებით ნამოწყალევი ფულით ნაყიდი ლუკმა-პურით გახარებული ციალა ბებო, N 43 მიკროავტობუსიდან მძღოლმა ჩამოაგდო, შენ ავად ხარ და არ წაგიყვანო. ბევრი ეხვეწა ბებომ, არ ვარ ავად, არაფერი დაავადება არ მჭირსო, მაგრამ მძღოლმა არ დაუჯერა, თავისი გაიტანა და ბებო ქუჩაში ჩამოაგდო. ბებო ტიროდა, ტიროდა და ევედრებოდა, მაგრამ გულქვა ადამიანს რას შეასმენდა. მგზავრები გამოესარჩლნენ, თუმცა, ამ უგუნურმა მაინც არ დაინდო ბებო. თურმე, ერთი ბავშვი მიშველებია და ასლუკუნებული ბებო ავტობუსამდე მიუცილებია!.. ბებოს ვკითხე, რატომ იფიქრა მძღოლმა, რომ ავად იყავი, ახველებდი თუ აცემინებდი- თქო? მიპასუხა, ცხვირი მოვიწმინდე, სხვა არაფერი და ამაზე ატეხა ერთი ამბავიო…. ხალხნო, გასაგებია, რომ ყველას გვეშინია ვირუსის, მაგრამ ადამიანის მიმართ ასეთი დამამცირებელი დამოკიდებულება, მხოლოდ მდაბიოს შეუძლია!“ – წერს სოლიდარობის სახლი თავის ფეიზბუქ გვერდზე

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close