ექსკლუზივი

თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე შვილის ჭიდაობისას, ტრიბუნაზე მჯდომი მამა გულის შეტევით გარდაიცვალა

თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში, მაყურებელი გარდაიცვალა. გოჩა მარიამიძეს გულის შეტევა მაშინ დაემართა, როდესაც მისი ვაჟი ნახევარფინალში ჭიდაობდა. ის შეხვედრა ლუკა მარიამიძის გამარჯვებით დასრულდა. შემთხვევა 29 თებერვალს მოხდა, დიღომში, „ნიუთბილისის“ ფრენბურთის დარბაზში.

საქართველოს პირველობაზე ფინალები მეორე დღეს – 1 მარტს გაიმართა. ლუკას წესით გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღო, მაგრამ… დილით დარბაზში მივიდა და გამოაცხადა, რომ აუცილებლად იჭიდავებდა. ფინალში სუფთად მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ლუკა მარიამიძე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი წევრია. ახლა კი უკვე ახალგაზრდულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close