მსოფლიო

სომეხეთი- ხუთჯვრიანი დროშა 1374 წელს სომხეთის სამეფოს სახელმწიფო დროშა იყო.

სომეხმა დიზაინერმა, რომელმაც ერთ-ერთ რუსულ არხს ინტერვიუ მისცა, განაცხადა, რომ ხუთჯვრიანი დროშა 1374 წელს სომხეთის სამეფოს სახელმწიფო დროშა იყო.

ამის შესახებ გაზეთ “ალიას” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

“ვიღაც სომეხმა დიზაინერმა მშვენიერ რუს ტელეწამყვანთან საუბრისას თავი მოიწონა მაისურზე დახატული საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშით და გამოაცხადა: ეს დროშა 1374 წელს სომხეთის სამეფოს დროშა იყოო!…

ახლა მე სომეხ დიზაინერს იმის ცოდნას ნამდვილად ვერ მოვთხოვ, რომ სომხეთმა, როგორც სახელმწიფომ, ჯერ კიდევ მე-11 საუკუნის შუა ხანებში შეწყვიტა არსებობა და სანამ კავკასიაში რუსეთი არ შემოვიდა, მანამ სომხური დროშის ფრიალი არც არავის ახსოვდა და არც არავის გაეგონა.

ერთი სულელი “აკადემიკოსი” ჰყავთ სომხებს – სურენ აივაზიანი, რომელმაც უსირცხვილოდ გამოაცხადა, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი სომხები იყვნენო!…

აღარაფერა ვამბობ იმ ყბადაღებულ თემებზე, რომ თურმე შოთა რუსთაველი “აშოტ რუსტველიანცი” ყოფილა, მიქელანჯელო – “მიქელე ანჯელიანი”, ქართული ანბანი მესროპ მაშტოცს შეუქმნია მაშინ, როცა თავად ძველი სომეხი ისტორიკოსები კი აღიარებენ, რომ სომხური ანბანი ასირიელებმა შექმნეს!..”-წერს სტატიის ავტორი დიტო ჩუბინიძე და ხაზს უსვამს, რომ ქართული სიწმინდეების “გაბაიბურებისა და გასომხება-გაოსების” მაგალითებს ქართველი ხელისუფალნი იძლეოდნენ.

ამის მაგალითად მას საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ის გამონათქვამი მოჰყავს, სადაც სააკაშვილმა თამარ მეფე ოსად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მეფე თამარი ოსი ეროვნების მეფედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრის დროს მოიხსენია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close