ექსკლუზივი

დარტყმა იქნება ძალიან ძლიერი!!! ამ წუთებში ვრცელდება ვლადიმერ პუტინისა და ერდოღანის საუბრის დეტალები!!

თურქი სამხედროები დაბომბვის დროს ჯიჰადისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ დაჯგუფება სირიის სამთავრობო არმიაზე მასშტაბურ შეტევას ახორციელებდა, რა დროსაც სირიის ავიაციამ მოწინააღმდეგის პოზიციები დაბომბა.
მოსკოვში აცხადებენ, რომ სირიაში მოქმედი შერიგების რუსული ცენტრი ანკარასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა,

რეგულარულად ითხოვდა და იღებდა ინფორმაციას თურქი სამხედროების ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებიც ტერორისტების მახლობლად იმყოფებოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მიღებული ინფორმაციით, ქალაქ ბეჰუნის მახლობლად თურქეთის არმიის დანაყოფები არ იყვნენ განლაგებული და იქ არც უნდა ყოფილიყვნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა სირიის იდლიბის პროვინციაში არსებული ვითარება სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, რუსეთის ლიდერმა „შეშფოთება გამოხატა დაძაბულობის ესკალაციის შესახებ, რამაც უამრავი მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორის თურქეთის ჯარში“.

„მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს დამატებითი ზომების საჭიროება ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის. შეთანხმდნენ, რომ გაძლიერდება შესაბამისი უწყებათაშორისი კონსულტაციები და განიხილება უახლოეს მომავალში უმაღლეს დონეზე შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, წუხელ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შემდეგ, მედიის ინფორმაციით, თურქეთისა და სირიის ოპოზიციის ძალები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ იდლიბის რეგიონის საკვანძო ქალაქებში.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close