ექსკლუზივი

საქართველოს ბანკის სანზონის ფილიალმა მუშაობა შეაჩერა-„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს საშიში ვირუსი დაუდგინდა

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ კომპანიაში.

<
დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button