გაიცანით დღის გმირები! – ახალგაზრდები, რომლებმაც დაკარგული მარიამი იპოვეს

გაიცანით დღის გმირები! – ახალგაზრდები, რომლებმაც დაკარგული მარიამი იპოვეს
დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამი, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, წუხელ იპოვეს.
გოგონა უკვე მშობლებთანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დიღმის მცხოვრებლებმა, ლადო ზუხბაიამ და ვასკა ბეგლარაშვილმა იპოვეს. მათი ფოტოები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, ბიჭმა ძაღლის სახლში ბავშვის ფეხები დაინახა და საშველად მეგობარს უხმო. იქვე ახლოს იყვნენ სამართალდამცველები. რომლებმაც გოგონა უვნებელი გამოიყვანეს და ოჯახს დაუბრუნეს.
ცნობისთვის, 11 წლის მარიამის ძებნა ოჯახმა საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო, უშედეგო ძებნის შემდეგ საქმეში პოლიცია და მაშველები ჩაერთნენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო თბილისის თითქმის ყველა უბანი. ადამიანები სხვადასხვა ქუჩებიდან და რაიონებიდან შეუერთდნენ მაშველებს. მარიამის პოვნას დიდ დიღომში შეკრებილი საზოაგდოებისგან ოვაციები, სიხარული და ემოციური ვიდეოები მოჰყვა.
“იპოვეს… უფრო ზუსტად იპოვა ძაღლმა…” – წერდნენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში