ახალი ამბები

სად აღმოაჩინეს 11 წლის მარიამი, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით ადამიანი და მთელი პოლიცია ეძებდა? – “ადრეც ყოფილა ასეთი შემთხვევა…”

დიდ დიღომში დაკარგული მოზარდი უვნებელი იპოვეს. 11 წლის მარიამს რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია, ოჯახი, ახლობლები და ადგილობრივები ერთობლივად ეძებდნენ.

,,დანამდვილებით გიდასტურებთ ბუჩქებში, ძაღლის სახლში დამალული (ჩაძინებული)ი პოვეს ოჯახთან ერთად არის“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი.

„მარიამი იპოვეს, თავისი ძაღლის სახლში იმალებოდა, თურმე დედამისს ეჩხუბა და გაიქცა. ის მანამდეც გაქცეულა სახლიდან ერთხელ, სარდაფში იმალებოდა ფიცრების უკან”, – წერენ სოციალურ ქსელში.

მეორე ინფორმირებული წყარო კი აღნიშნავს, რომ ბავშვს მართლაც ეძინა, ოღონდ ეკლესიის ეზოში:

„ნამდვილად იპოვეს ეკლესიის ეზოში ეძინა“ – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი დიდი დიღმის ჯგუფში.

Related Articles

Back to top button