კატასტროფა

რამოდენიმე წუთის წინ, ასპინძაში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა,სადაც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასპინძის სოფელ ტოლოშთან. მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი – 29 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი დაშავებული ასპინძის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

http://dianews.ge/

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close