ექსკლუზივი

სირცხვილია, ინფორმაცია, რომლის გავრცელებაზეც ამ წუთებში იმდენი ფული იხარჯება,მშიერი ბავშვისთვის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებას რომ ეყოფოდა

ინფორმაცია, რომლის გავრცელებაზეც ამ წუთებში იმდენი ფული იხარჯება, ერთ ახალ ბაზას ან რამდენიმე მშიერი ბავშვისთვის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებას რომ ეყოფოდა:

თითქოსდა “სირცხვილია” (ან ვინმე) მოუწოდებს ვინმეს ბორჯღალოსნების ბოიკოტირებისკენ, რა თქმა უნდა არის სრული სიცრუე და თუ ვინმე თავისით ვერ ხვდებოდა ამას, ნება მიბოძეთ განვმარტო:

1. რაგბის კავშირის მონაჯმენტი და ქართული რაგბი ერთი და იგივე არ არის

2. და სულ რომ მართლა ჩვენი მორაგბეები დამწკრივებულიყვნენ პატარა დიქტატორის სადიდებლად და მისთვის “თქვენ თავად მორკინალო” და “რაგბი შენი თამაშია” ეძახათ, მათ შორის სულ რომ ისეთებიც გამორეულიყვნენ, რომლებიც აქამდე სწორ სამოქალაქო პოზიციებს აფიქსირებდნენ (და ასეთები საბედნიეროდ მრავლად არიან, სრულიად სარაგბო თემის სახელით ლაპარაკს რომ იბრალებს ზოგ-ზოგიერთი) და ახლა ხარკის ნაწილის დაბრუნებისთვის მუხლზე ხოხვით მადლობების ხდა დაეწყოთ:

ნაკრების ბოიკოტირებისა და მოწინააღმდეგის გულშემატკივრობისკენ მოწოდებაზე უფრო არაადეკვატური ერთი პასუხიც კი არ მაფიქრდება.

გმადლობთ ყურადღებისთვის
#სირცხვილია
#პატარატრიუკებისკაცოგიცანითგამოდი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close