კატასტროფა

“ტაქსის მძღოლი გაიტაცეს და ცოცხლად დაწვეს” – სა დტ იკი მკვლელობა ყარაჯალაში

სოფელ ყარაჩალაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ტაქსის მძღოლი საკუთარ მანქანაში დაწყეს.

მომხდარის შესახებ სოფელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, რომ ტაქსის მძღოლი გაიტაცეს და ცოცხლად დაწვეს. კიდევ ერთი პირის მონაყოლის თანახმად, კი მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ მისივე მანქანაში ჩასვეს და ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ და ადგილობრივებს შემთხვევის ადგილზე მიახლოებას უკრძალავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება 7-დან 15 წლამდე პატიმრობით. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღნიშნულ ფაქტზე დაკავებული არავინაა.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close