ექსკლუზივი

ახალი დეტალები კლინიკაში მომხდარ სროლაზე

ცოტა ხნის წინ სროლა იყო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში. წინასწარი ინფორმაციით, კლინიკაში მომუშავე ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა, რომელსაც ახლა სამედიცინო ჩარევა უტარდება.

დაჭრილია დაწესებულების ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა კოლეგას ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით, ხელისა და მუცლის არეში მიაყენა.

ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები. არსებული ინფორმაციით თავადსხმის შემდეგ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა.

Related Articles

Back to top button