ექსკლუზივი

ზელენსკი საშიშ ინფორმაციას ავრცელებს: “მზად უნდა ოყოთ ამისთვის, პუტინმა შესაძლოა ეს ქნას”

მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზად, რადგან, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკი პუტინის მიერ ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს, რადგან მისი განმარტებით, “პუტინი უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს არ აფასებს”.

“უნდა იფიქრო, არ უნდა შეგეშინდე, მზად უნდა იყო. მაგრამ, ვფიქრობ, ეს საკითხი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, არამედ მთელ მსოფლიოს”, – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი დევნილად და ლტოლვილად იქცა.

Related Articles

Back to top button