ექსკლუზივი

“ქართველებო, ნუ დახამდებით 2000 აშშ დოლარს, რადგან…” – მიხეილ რამიშვილი

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოქალაქეებს აფრთხილებს:

კარგია ბინებს ძვირად რომ აქირავებთ, წინასწარ ორი თვისას რომ გიხდის ე.წ ტურისტი, მერე შეიძლება აღარ გადაიხადოს, ძალით ვერ გამოაგდებ, სასამართლოში მოგიწევთ სირბილი და ეს იქნება არაერთი არამედ რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქე, რომელიც არ გადაიხდის ქირას. ძალის გამოყენებით ვერ გამოსახლებ ბინიდან, რადგანაც დაუყოვნებლივ რუსეთი თავის მოქალაქეებს დაიცავს და თქვენ მოგიწევთ, თვეები და წელი ელოდოთ დავების დასრულებას სასამართლოში, ასე რომ სანამ საკუთარ ბინებში შეუშვებთ ე.წ ტურისტებს (წლობით რომ აპირებენ საქართველოში ტურისტად ყოფნას)ნუ დახამდებით 2000 აშშ დოლარს წინასწარ ორი თვის ქირას. დაზარალდებით თქვენ, იხეირებს მდგმური, რომელიც ოკუპაციას გაუკეთებს თქვენ საკუთრებას და ვერც მიუახლოვდებით, ყველგან იქნება შემდეგი პასუხი “აბა ომი გინდა” დადექით მერე და შორიდან უყურეთ თქვენს მიერ გაქირავებულ და მდგმურის მიერ ოკუპირებულ საკუთრებას. ამის მაგალითები უკვე არსებობს და ნელი ტემპით იზრდება.

Related Articles

Back to top button