ექსკლუზივი

გამოიდარებს თუ არა საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გამოიდარებს თუ არა საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

საქართველოში 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება. 22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 20 მაისს გრილი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15, +17, 21 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

Related Articles

Back to top button