ექსკლუზივი

მივედი და ვხედავ, რომ…” გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით მძიმე განცხადებას ავრცელებს

მივედი და ვხედავ, რომ…” გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით მძიმე განცხადებას ავრცელებს

ვხედავ, რომ ჩემი შვილი უარესადაა, ვიდრე ადრე იყო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს კლინიკაში ყველაფერს უკეთებენ, რაც შესაძლებელია და თავად პაციენტიც კმაყოფილია, თუმცა ვერ ჭამს და მდგომარეობა მძიმეა.

„ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მაქვს. თვითონ კლინიკა არაჩვეულებრივია, ექიმებიც მომეწონა, ძალიან კარგი პერსონალია. ვფიქრობ, ყველაფერს სწორად უკეთებენ. მაგრამ ბევრი დიაგნოზია და ნელ-ნელა იმიტომ კეთდება. დრო სჭირდება. პრობლემა ისაა, რომ ვერ ჭამს.

საშინელი სისუსტე აქვს. ადამიანს ფერი არ აქვს. ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოფიტულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაუარესებული მდგომარეობა აქვს, თავად ექიმებიც ამბობენ. ნევროპათოლოგის აზრით, მდგომარეობა გაუარესებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე გორის ჰოსპიტალში ნახა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ზოგადი

Related Articles

Back to top button