ექსკლუზივი

რუსთავში ქალმა ყოფილ ქმარს შეხვედრა დაუნიშნა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად წვავდა-საზარელი ამბავი

რუსთავში ყოფილმა ცოლმა ქმარს ბენზინი გადაასხა. “ინფო რუსთავის” ცნობით, 40 წლამდე ქალმა XII მიკრორაიონში ბენზინი შეიძინა და ყოფილ ქმარზე შურისძიება გადაწყვიტა. ყოფილმა ცოლმა მამაკაცს დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა, ადგილზე მისულს კი მცირე კამათის შემდეგ ბენზინი გადაასხა. იმ დროს, როდესაც ქალი სანთებელის ანთებას ცდილობდა და ცეცხლის წაკიდებას, კაცი არ დაიბნა და გაქცევა მოახერხა.

ქალმა, მას მერე რაც ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა, ყოფილი ქმრის მსუბუქი ავტომობილი ქვებით დააზიანა.

მამაკაცმა კი ადგილიდან მიმალვის შემდეგ 112-ში დარეკა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

შემთხვევა დღის საათებში მოხდა, მისამართზე მისულმა სამართალდამცავებმა ქალი ადგილზე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით ყოფილ მეუღლეებს შორის დაპირისპირება ადრეც არსებობობდა.

ინფო რუსთავი

Related Articles

Back to top button