ექსკლუზივი

უმძიმესი ინფორმაცია გურჯაანში კაცმა დისშვილის მკვლელი მოკლა

გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა 36 წლის გელა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. მათივე თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება. 

ცნობილია, რომ 2013 წელს ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი მოკლა. დღეს კი მხარეებს შორის კონფლიქტი ქუჩაში მას შემდეგ დაიწყო, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ჩაღიაშვილმა მღებრიშვილს აგინა.

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

Related Articles

Back to top button