ექსკლუზივი

მამა პეტრე 6 შვილითან ერთად კალაძის წყნეთის სასახლესთან შიმშილობას იწყებს

“დეკემბერში დენის გადასახადი მომივიდა ორჯერ, ეს თელმიკოა თუ თელმუშა, ამას გადაყვება ჩვენი ხელისუფლება”, – ამის შესახებ მამა პეტრე კვარაცხელიამ განაცხადა. 

როგორც სასულიერო პირი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქის მერი კომუნალურ გადასახადებს არ გადაუხდის, მას წყნეთში მიაკითხავს.

“მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური მხარის წარმომადგენელი. აქ ვსაუბრობთ სოციალურ მდგომარეობაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე შეუძლებელია, მე როგორც სასულიერო პირმა, ღირსეულად ვემსახურო უფალს და ადამიანებს. მე მაწუხებს არა მხოლოდ ჩემი ტკივილი, ერის ტკივილი და ტრაგედია.

ვდებ პირობას, არასდროს გავჩუმდები, თუ არავინ გამომყვება, ჩემი 6 შვილით მივადგები კალაძეს წყნეთში და იქ დავუჯდები, სანამ ჩემს კომუნალურებს არ გადაიხდის”, – თქვა მამა პეტრემ “რეაქციის” ეთერში. 

ცნობისთვის, როგორც მამა პეტრემ სოციალურ ქსელში დაწერა, მას შუქის გადასახადი 600, ხოლო გაზის 500 ლარი მიუვიდა.

Related Articles

Back to top button