ექსკლუზივი

პრორუსული პარტიის ლიდერის სკანდალური განცხადება-ხელისუფლება “ფეხზე დაიკიდებს” ამერიკის საელჩოს განცხადებებს და ამაში, სხვათა შორის, დიდი წვლილი არის ჩვენი

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, ჯერ დაურეგისტრირებელი პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ საქართველოში მოდის დრო, როდესაც ხელისუფლება საერთოდ აღარ მიაქცევს ყურადღებას აშშ-ის ელჩის განცხადებას და რომ ეს დიდწილად მათი დაკვეთით ხდება

„ნელ-ნელა მოდის დრო, როდესაც საჯარო განცხადებებს აკეთებენ [აშშ-ს საელჩო] და ეგეც შეიძლება რომ ფეხზე დაიკიდოს სისტემამ და ამაში, სხვათა შორის, დიდი წვლილი არის ჩვენი, კონსერვატორების იმიტომ, რომ დაფიქსირდა, რომ მოსახლეობა საკუთარი ხელისუფლებისგან, როგორიც არ უნდა იყოს ის, ამას მოითხოვს – მეტ ავტონომიურობას“, – თქვა მახარაძემ.

მისი ეს კომენტარი გაკეთდა გადაცემის ეთერში აშშ-ის საელჩოს მიერ 25 ნოემბერს გამოქვეყნებული მორიგი მწვავე განცხადების შესახებ საუბრისას. აშშ-ის საელჩოს განცხადების შინაარსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პრობლემურ პროცესს უკავშირდება.

ზურაბ მახარაძე ამბობს, რომ მუშაობას განაგრძობენ და საელჩო მსგავს განცხადებებს მომავალში ვეღარ გააკეთებს.

„ჩვენ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, რომ ამერიკის საელჩო საკუთარ თავს ეგეთი პრეტენზიის დაფიქსირების უფლებას აღარ მისცემს და ელჩი დაკავებული იქნება იმითი, რაც უნდა აკეთოს ელჩმა – ვიზებით, კულტურული გაცვლით და გარკვეული პროგრამებით. ჩვენი ამოცანაა საქართველოს დეკოლონიზაცია“, – ამბობს ზურაბ მახარაძე.

მსგავსი განცხადებები კეთდებოდა 5-6 ივლისის მოვლენების დროს, როცა „ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციების დროს, პარლამენტის შენობის წინ ორ დღეში ორჯერ ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა, ელჩების საქმიანობაში მკაცრი შეზღუდვები მოითხოვეს და მოუწოდეს მათ, რომ აღარ ჩაერიონ საქართველოს საქმეებში.

რადიო თავისუფლება

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

Back to top button