ექსკლუზივი

“ბავშობის მეგობარს 3 ტყვია ესროლა გულში და..” – ნახეთ ვინ არის გარდაცვლილი მამაკაცი და რა გახდა უთანხმოების მიზეზი

მკვლელობა გიორგობის ღამეს მოხდა. საქმის მასალების თანახმად, 33 წლის დავით მარიკიანი სასიკვდილოდ მეზობელმა გაიმეტა. ახალგაზრდა კაცს სამი ტყვია გულში ესროლეს და ადგილზე გარდაიცვალა.„ტვ პირველის“ ინფორმაციით, კონფლიქტი მამაკაცებს შორის ერთი თვის წინ დაიწყო, რა დროსაც მკვლელობაში ბრალდებული მეზობელს მოკვლით დაემუქრა. როდესაც დავით მარიკიანი მარტო გადაადგილდებოდა, სახლთან ჩაუსაფრდა და დამიზნებით ესროლა.მოკლულის დედა, სვეტლანა მაკარიანი ამბობს, რომ მისი შვილი შურისძიების მსხვერპლია.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ბავშვობის მეგობრებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო.33 წლის დავით მარიკიანისა და 36 წლის გოჩა ლაფიტაშვილი დაპირისპირების ამბავი მთელმა უბანმა იცოდა.არსებული ინფორმაციით, საბედისწერო დღეს ისინი ერთად გიორგობის სუფრაზე აღმოჩნდნენ. მარიკიანი სუფრიდან იქვე მდებარე მაღაზიაში გავიდა, მკვლელობაში ბრალდებულმა იარაღი აიღო, დაედევნა და გულში ესროლა.მოკლული მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული კი სამართალდამცველებმა საგარეჯოში დააკავეს.
წყარო:ambavi.club

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

Back to top button