ექსკლუზივი

52 წლის ქალი აქტიურმა სექსუალურმა ცხოვრებამ მომაკვდინებელი დაავადებისგან იხსნა

ინგლისის ქალაქ ოლდერშოტის მაცხოვრებელმა ქალმა ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადების შესახებ აქტიური სექსუალური ცხოვრების დამსახურებით შეიტყო.

ინფორმაციას ამის შესახებ Daily Star ავრცელებს.

როგორც 52 წლის ტინა გრეი ყვება, ის და თავისი ქმარი განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ დაახლოვდნენ. მათი ინტიმური ურთიერთობა გაუმჯობესდა – ისინი სექსით რეგულარულად კავდებოდნენ. როგორც გრეი ირწმუნება, სწორედ ერთმანეთის სხეულისადმი გამოჩენილმა ინტერესმა, საშუალება მისცა მას აღმოეჩინა ძუძუს კიბო და სიცოცხლე გადაერჩინა.

ერთ დღეს მან მკერდზე სიმაგრე იგრძნო და ქმარს სთხოვა შეემოწმებინა, ქმარმაც დაუდასტურა აღნიშნული, ისინი სპეციალისტთან მივიდნენ კონსულტაციაზე და ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

„ჩვენ დიდი ხანია ერთად ვარ, ამიტომ ტინას სხეულის გეოგრაფია კარგად მაქვს შესწავლილი. ვიგრძენი რომ მის მკერდში რაღაც სიმაგრე იყო და გადავწყვიტეთ, რომ ამის შემოწმება აუცილებელი იყო“, – აღნიშნა ქმარმა.

აღნიშნულმა დროულმა ჩარევამ, რომლის საშუალებითაც ქალმა ოპერაცია გაიკეთა და ამოიკვეთა სიმსივნე, ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ დროისათვის ტინას ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ა

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

Back to top button