ექსკლუზივი

“ამ აუდიოჩანაწერში მოსმენილ დიალოგს შორის პირდაპირი კავშირია” – სანაია კობახიძეზე სკანდალურ ინფრომაციას ავრცელებს

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ბათუმის საკრებულოში ოპოზიციისა და “ოცნების”  მანდატებს განიხილავს.

სანაია წერს, რომ მას შემდეგ, რაც უმრავლესობა მოიპოვა ოპოზიციამ, ბათუმში ჩავიდნენ “ოცნების” ლიდერები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ოპოზიციიდან გადაიბირებს დეპუტატს. სანაია თავის პოსტში წერს “ოცნების” თავმჯდომარის სიტყვებს: “ბათუმში ქართულ ოცნებას ექნება სტაბილური უმრავლესობა, ამას გპირდებით მე”

ჟურნალისტი, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასა და გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ  კობახიძის განცხადებასა და ამ აუდიოჩანაწერში მოსმენილ დიალოგს შორის პირდაპირი კავშირია:

“დიდი ტექსტი გამომივიდა, მაგრამ სრული სურათის დასანახად, ვფიქრობ, ღირს წაკითხვად.ბათუმის საკრებულოში :ქართულმა ოცნებამ მოიპოვა 16 მანდატი.ნაციონალურმა მოძრაობამ 15გახარიამ 3ლელომ 1ამრიგად, უმრავლესობა მოიპოვა ოპოზიციამ.ამის შემდეგ ბათუმში ჩადიან ქართული ოცნების ლიდერები.აი რა თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ :,,ბათუმში ქართულ ოცნებას ექნება სტაბილური უმრავლესობა, ამას გპირდებით მე”ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება გადმოიბირებს ვიღაცებს. სხვანაირად ვერ ექნება ოცნებას უმრავლესობა.კიდევ ერთხელ ვთქვათ, რა კონფიგურაცია დაჯდა არჩევნების შემდეგ საკრებულოში.16 მანდატი – ქართული ოცნება19 მანდატი ჯამში – ოპოზიციაიმისთვის, რომ ოპოზიციამ უმრავლესობა დაკარგოს, საჭიროა მინიმუმ ორი ადამიანი გაემიჯნოს ოპოზიციას.ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას გაუხდება 17 მანდატი. ოცნებას კი 16 +2 გამიჯნული და ექნება უმრავლესობა.გავაგრძელოთ. ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები კობახიძის ამ განცხადების შემდეგ :ჰოი, საოცრებავ, კობახიძის განცხადებიდან 10 დღის მერე გახარიას პარტია დატოვა ერთმა წევრმა, რომელიც საკრებულოს დეპუტატია. თანაფარდობა გახდა ასეთი :16 ოცნება + 1 გამიჯნული = 17ოპოზიციას დარჩა 18 მანდატი.საჭიროა კიდევ ერთი მანდატის გადმოქაჩვა. ასეთ შემთხვევაში ოცნებას გაუხდება 17+1 ანუ 18, ოპოზიციას – 17. ესეც შენი უმრავლესობა, რომელსაც კობახიძე დაგვპირდა.ესე იგი, ერთი ადამიანი დარჩა გადმოსაბირებელი…. და აი მიადგნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს ნუგზარ ფუტკარაძეს.ფუტკარაძეს მიაკითხა ორ პირმა – მისმა ახლობლებმა ბადრიმ და ვაჟამ. აწვებიან, რომ დატოვოს ნაციონალური მოძრაობა და გახდეს ნეიტრალური ანუ რეალურად შეეკრას ქართულ ოცნებას და შეუკრას უმრავლესობა. ამაში სთავაზობენ 100 ათას დოლარს. თან ეუბნებიან, რომ 20 პროცენტი მათ დარჩებათ, 80 კი – ფუტკარაძეს. ეს ნიშნავს, რომ სხვის ფულს სთავაზობენ. უფრო მეტიც, პირდაპირ ამბობენ, რომ ვიღაცამ გამოგზავნა.ფუტკარაძე ეუბნება, რომ არ დატოვებს ნაციონალურ მოძრაობას და თავი დაანებონ. ესენი მაინც აწვებიან და არ ეშვებიან. აი რა სიტყვებს ეუბნება ფუტკარაძე : ,,მე შეიძლება, დამარტყას ხვალ-ზეგ… წინა დღეს კინაღამ მოვკვდი”18 ნოემბერს ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.დღეს ცნობილი გახდა ფარული ჩანაწერის შინაარსი. გამოქვეყნდა აუდიომასალა.დღესვე ნუგზარ ფუტკარაძის დამ ასეთი რამ თქვა – ეს ვიცი, რომ ჩემი ძმა ამ ბოლოს შვილებზე ნერვიულობდა, არავინ არაფერი ავნოსო, დანარჩენს კი ხედავთ, თურმე მიზეზი რა ყოფილა.ასევე დღეს გამოვიდა რიჟვაძე და განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრი ანუ მამამისი არაფერ შუაშია.ის ორი პირი, რომელიც ფუტკარაძესთან მივიდა, ასლანის დროინდელი ძალოვანია. ერთ-ერთი ვაჟა თაბაგიძე ზაზა დიასამიძის ბიძაა. ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის მერია.2018 წელს ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო რიჟვაძის მამა.ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ ეს ხალხი ფუტკარაძეს სწორედ რიჟვაძის მამამ მიუგზავნა.ერთი რამ ცხადია, რიჟვაძის მამა იყო თუ ვინმე სხვა, ეს ორი პირი ფუტკარაძეს ვიღაცის ფულს სთავაზობდა ნაციონალური მოძრაობასთან გამიჯვნის სანაცვლოდ. აშკარაა, რომ ამას ხელისუფლების დავალებით აკეთებნენ. აბა, ვიღაც პოლიციელებს რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ამ საქმეში იმ ფულის 20 პროცენტის სარგებლის გარდა ?! არავითარი.ესეც ირაკლი კობახიძის დაპირება, რომ უმრავლესობა ექნებოდათ ბათუმის საკრებულოში. ასე ცდილობდნენ დავალების შესრულებას – ზეწოლითა და მოსყიდვის მცდელობით.მგონი ისიც ნათელია, რა მოხდა გახარიასგან წასული დეპუტატის შემთხვევაშიც.ფუტკარაძის სიკვდილი არის თუ არა ამ ზეწოლის შედეგი – მე ამაზე არაფერს დავწერ ახლა.იყო თუ არა საქმეში ჩარეული რიჟვაძის მამა – არც ამაზე ვიტყვი ახლა რამეს.ერთი დანამდვილებით ვიცი, კობახიძის განცხადებასა და ამ აუდიოჩანაწერში მოსმენილ დიალოგს შორის პირდაპირი კავშირია.დანარჩენი – როგორ ია კერზაიას საქმე გამოიძიეს, ეგრე გამოიძიებენ ამასაც.როგორი ხელისუფლება გვყავს ? დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. ეს შეკითხვა უფრო ქოცებისთვის დავსვი” – წერს ვახო სანაია” – წერს ვახო სანაია.

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

Back to top button