ექსკლუზივი

ამ წუთებში მამა შალვა კეკელია გამაოგნებელ ინფორმაციას ავრცელებს- წმინდა გიორგის ეკლესიაში გეი წყვილის „ჯვრისწერის“ რიტუალი „შეასრულდა“

ვაკის ღვთისმშრობლის ტაძრის ხელმძღვანელი მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც უცნობმა ახალგაზრდებმა ეკლესიაში ორი მამაკაცის „ჯვრისწერის“ რიტუალი „შეასრულეს“.

„ეს არის ის საოცარი ადგილი, რომლის შებილწვაც დააპირეს ამ არაწმინდა ადამიანებმა, ჩვენი სიწმინდეების შელახვა უნდათ, მაგრამ მათ არ მიეცემათ ამის უფლება არასდროს.. ამ ტაძარში მოხდა ეს სიბილწე, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს. ამ ტაძარში ჩაატარეს ვითომ ჯვრისწერა.

ეს არის ის ამბიონი, სადაც ეს არაწმინდა ადამიანები იდგნენ და აპირებდნენ ამ ტაძრის შერცხვენას“, – ამბობს მამა შალვა კეკელია ვიდეოში.

აღმაშფოთებელი ფაქტი უძოს წმინდა გიორგის ეკლესიაში მოხდა.

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

Back to top button