ექსკლუზივი

ფეხბურთელი რომელიც მეგობარს ინტერნეტში ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჯებდა ერთწლიანი პატიმრობა და ჯარიმა დაეკისრა

ფეხბურთელი რომელიც მეგობარს ინტერნეტში ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჯებდა ერთწლიანი პატიმრობა და ჯარიმა დაეკისრა

მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ქარიმ ბენზემა ვერსალის სისხლის სამართლის სასამართლომ ყოფილი ფრანგი ნახევარმცველის მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მას ერთწლიანი პირობითი პატიმრობა და 75 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა მიესაჯა.

გამოძიების თანახმად, 2015 წელს ვალბუენას ინტერნეტში ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ, ბენზემა კი ამ საქმეში შუამავალი იყო და ვალბუენას შანტაჟისტებისთვის თანხის გადახდისკენ უბიძგებდა.

ამ სკანდალის გამო ორივე ფეხბურთელი ევრო 2016-ს გამოეთიშა, რადგან საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა მომხდართან დაკავშირებით ორივე ფეხბურთელი მოედანს ჩამოაშორა.

ბენზემა ეროვნულ გუნდში 2021 წლამდე აღარ მიუწვევიათ და ის დიდიე დეშამმა ევრო 2020-ის წინ დააბრუნა.

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

Back to top button