ექსკლუზივი

„ქართულ ოცნებაში“ სერიოზული არეულობაა-ღარიბაშვილს ნერვებს ისიც უშლისს, რომ მის შესაძლო წასვლაზე გუნდის შიგნითაც ეს თემა განხილვის საგანია

„ქართულ ოცნებაში“ სერიოზული არეულობაა. უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძის მონოტორული ხმა და ტონი არამარტო ოპოზიციას, არამედ დასავლელ პაარტნიორებსა და რაც მთავარია, „ოცნების“ აქტივსაც აღიზიანებს. კობახიძე არის განათლებული, მაგრამ არ აქვს ავტორიტეტი. არადა, ივანიშვილმა მოითხოვა, რომ სწორედ კობახიძეს გაეკეთებინაა გადამწყვეტი განცხადებები სააკაშვილთან მიმართებაში და ამიტომაც იყო, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელები რომ დაიბანა, მე პატიმარზე კომენტარების კეთებას მოვრჩიო. ეს არ იყო მისი სურვილი, ეს ივანიშვილის მითითება გახლდათ, რაც პრემიერს ძალიან, ძალიან არ მოეწონა. ღარიბაშვილის გაწევა არც პარტ-აქტივს ესიამოვნა, რადგან მისი ავტორიტეტი „ოცნების“ მხარდამჭერებში ბევრად დიდია, ვიდრე კობახიძის. უფრო ზუსტად, კობახიძეს მხარდამჭერები არც ჰყავს, მაგრამ მისი ინტელექტისა და კანონების ცოდნის სჯერა ივანიშვილს და ამიტომ მას აძლევს იმაზე მეტის უფლებას, ვიდრე იმსახურებს. რეალურად, სწორედ კობახიძის განცხადებების დამსახურებაა ის,

რომ მმართველ გუნდს სააკაშვილთან მიმართებაში არცერთი გადაცდომა არ ჰქონია და კანონიერების თვალსაზრისით „ოცნებას“ ვერავინ შეეავა. ჰო, იმასაც გვეუბნებიან, რომ თავისი ხისტი განცხადებებით, ივანიშვილის მოწონება იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემაც დაიმსახურა, თუმცა ისიც ვთქვათ რომ ბრეგაძე თხემით ტერფამდე ღარიბაშვილის კადრია. ღარიბაშვილს ნერვებს ისიც უშლისს, რომ მის შესაძლო წასვლაზე მოარული ხმები  არა და არ მიწყნარდა გუნდის შიგნითაც ეს თემა განხილვის საგანია. ამ ყველაფერმა ის მოიტანა, რომ პარლამენტში, უმრავლესობის დეპუტატები გაურკვევლობაში არიან, აღარ იციან, ვის მხარეს დადგნენ და ვისი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ. კობახიძეს გუნდი არ ჰყავს, ზუსტად ისევე, როგორც მდინარაძესა და თალაკვაძეს, კახა კუჭავა ცდილობს ოცეული თუ არა, ათეული მაინც შეკრიბოს ერთგული მომხრეების, მაგრამ არც ეს გამოდის. თანაც, თუ საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობას გადახედავთ, ნახავთ, რომ ისინი ოფიციალური მილიონერები არიან, ანუ ძალიან, ძალიან ბევრი ფული აქვთ და ამ ფულის შესანარჩუნებლდ, არც ღალატი გაუჭირდებათ. ის, რომ „ოცნების“ შიგნით არც ერთიანობაა და არც ერთგულებაზე შეუძლია ვინმეს თავი დადოს, ძალიან კარგად იციან ნაციონლურ მოძრაობაშიც, მაგრამ სათავისოდ ამას ვერ იყენებენ. მიზეზი მარტივია – ნაცმო ვერ ახერხებს ისეთ აქტიურობას, რეალურ შედეგთან მიახლოებული მაინც რომ იყოს და ამიტომ, „ოცნების“ დეპუტატებთან საუბარს ვერ ახერხებენ. პარალელურად, ნაციონალებში არ არის ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, რა გზით უნდა წავიდნენ საკრებულოებში მოხვედრილი წევრები და თუ ატყობთ, ბოლო დროს წალენჯიხის ამბავმაც მიიძინა. ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელშიც ოპოზიციამ გაიმაარჯვა, პრაქტიკულად უმოქმედოდაა, რადგან ახალმა მერმა არ იცის, რა და როგორ გააკეთოს, გუნდი კი არ ეუბნება. ერთადერთი, რასაც ახალი მერი ახერხებს, ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე უარის თქმაა, მაგრამ ამით ადგილობრივი პრობლემები რომ არ მოგვარდება, ყველაზე კარგად თავად იცის…

ანი დვალიშვილი, „ალია“

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

Back to top button