ექსკლუზივი
“ცა ჩამოიქცა… ქორწილი უნდა ჰქონოდა და მანქანამ იმსხვერპლა…” – ზუგდიდში ახალგაზრდას გლოვობენ
როგორც უკვე ვწერდით, ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.ირაკლი ქარჩავას ავტომობილი დაეჯახა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.“სფეისნიუსი” კახათში მცხოვრებ ადგილობრივს ესაუბრა. როგორც ის გვიყვება, ირაკლი ცოლის მოსაყვანად ემზადებოდა და მალე, ქორწილი უნდა ჰქონოდა.”ცა ჩამოიქცა…. ქორწილი უნდა ჰქონოდა და მანქანამ იმსხვერპლა. 25 წლის იყო, უპატიოსნესი ახალგაზრდა… მძღოლი პოლიციას გუშინ, თავადვე ჩაბარდა”, – ამბობს ის.შეგახსენებთ, ახალგაზრდას ავტომობილი საკუთარ სახლთან ახლოს, 10 სექტემბერს, ღამით დაეჯახა.
წყარო:”სფეისნიუსი”
