ექსკლუზივი

მეგრელიშვილი ხაინდრავას:”ხომ ვერავინ ვერ გაგაჩუმა არა? აი, მე გაგაჩუმებ შენ ახლა…და შენ იცი ვისზეც ვლაპარაკობ და შენ კაცი ხარ ამის მერე? …”

ნათია მეგრელიშვილი, “რეაქციის” ეთერით გოგა ხაინდრავას მიმართავს და მას ერთ ისტორიას ახსენებს:

“ეს ჩემი დეპეშა ხაინდრავას ეხება. მან სექტა, გიჟები, გვიწოდა. მან თქვა, რომ მიშა ჭამს, სვამს და ძალიან მხიარულადაა ციხეში. ეხლა მომისმინე გენაცვალე კარგად, ხომ ვერავინ ვერ გაგაჩუმა არა? აი, მე გაგაჩუმებ შენ ახლა.

იყო ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი, “ოცნების” მომხრე, ეს იყო ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ამაგი აქვს გოგაზე, ძალიან დიდი სიკეთე აქვს გოგასთვის გაკეთებული. როდესაც ის გარდაიცვალა, გოგა დამწუხრებული იდგა მის გასვენებაზე. გავიდა ხანი, ამ ადამიანის შვილიშვილს ჰქონდა საქმე, ეს არ ეხებოდა არც ფინანსებს, არც სამსახურს. ეს საქმე იყო რაღაც ინფორმაციასთან დაკავშირებული. ცემი ბრალია, მე ვურჩიე ამ ადამიანის შვილისშვილს, რომ დაურეკე-მეთქი გოგა ხაინდრავას და მიგასწავლის მეთქი გზას. არაო, არ მეტყვის-თქო. არაო მითხრა, არ მეტყვისო…გადაყოლილი იყო ბაბუამისი გოგაზე. დაურეკა, გოგამ ყურმილი არ აიღო, მერე აიღო ასისტენტმა, რომელმაც გამოკითხა ვინ არის…ახალგაზრდამ უთხრა სახელი, გვარი და უტხრა რა საქმეც ჰქონდა. ასისტენტმა უთხრა გოგას არ სცალია, ნახევარ საათში დარეკეო. დარეკა ამ ახალგაზრდამ ნახევარ საათში. ასისტენტმა ისევ იგივე უთხრა, ვინ ბრძანდებითო…ამ ახლგაზრდამ უთხრა, ვარ ამა და ამ კაცის შვილიშვილი და მაქვს შეკითხვა გოგასთან, თუ შეიძლება დამალაპარაკეთ, წავიდა ასისტენტი, გოგას ჩააბარა ანგარიში და პასუხი იცით რა იყო? – გოგას არ სცალია…და შენ იცი ვისზეც ვლაპარაკობ და შენ კაცი ხარ ამის მერე? წადი ახლა და იმეტიჩრე და იმ ადამიანს, რომელსაც შენზე ამაგი აქვს, იმის შვილიშვილს არ ელაპარაკები. იმიტომ რომ გოგა ხარ და ბევრი ფული იშოვე. როგორც სალომე ზურაბიშვილი არ არის ნიკოლაძის შვილიშვილი ისე შენ არ ხარ შენ ლევან ხაინდრავას შვილი” – აცხადებს იგი.

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

Back to top button