ექსკლუზივი

მშობლებმა 9 წლის ქალიშვილი 55 წლის კაცს 2200 დოლარად მიჰყიდეს

ავღანეთში მშობლებმა 9 წლის ქალიშვილი 55 წლის მამაკაცს მიჰყიდეს. 

“დღეიდან ის შენი ცოლია, გთხოვ, არ სცემო და გაუფრთხილდი” – ეს სიტყვები წარმოთქვა მცირეწლოვანი გოგონას მამამ მაშინ, როდესაც ის 55 წლის მამაკაცს გადასცა. ოჯახმა ფარვანა მალიკი 2 200 დოლარის სანაცვლოდ გაყიდა.

 

მამაკაცი CNN-თან მომხდარზე კომენტირებისას ამბობს, რომ მას სახლში ცოლი ჰყავს და ბავშვს ის მოუვლის და გოგონა მხოლოდ იმიტომ იყიდა, რომ მის ოჯახს უჭირს. 

რეალურად კი თვითმხილველები ყვებიან თუ როგორ არ სურდა მცირეწლოვანს ოჯახის დატოვება, როგორ მიათრევდნენ მას ძალით და როგორი ძალადობით ჩატენეს მანქანაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ. 

როგორც ოჯახის უფროსი აცხადებს, ის უმუშევარი დარჩა და საარსებოდა ფული სჭირდებათ, ეს თანხა კი რამდენიმე თვე ეყოფათ. თუ მან სამსახური ვერ იშოვა კიდევ ერთი შვილის გაყიდვა მოუწევთ. 

აღსანიშნავია, რომ მალიკების ოჯახმა რამდენიმე თვის წინ 12 წლის ქალიშვილიც გაყიდა. 

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

Back to top button