ექსკლუზივი
დიდი ტრაგედია სამეგრელოში – მცირეწლოვანის გადასარჩენად ექიმები ამ წუთებში იბრძვიან
ცოტა ხნის წინ, ანაკლიაში 3 წლის ბავშვი მდინარე ენგურში ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი სახლის ეზოში, მდინარის პირას თამაშობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
ადგილობრივების თქმით, მცირეწლოვანი მდინარიდან რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში, მყოფი პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს.
ბავშვი ამწუთებში, ჭითაწყარის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.
