ექსკლუზივი

თაღლითობა ტრაგედიის სახელით? – სად გაქრა თანხა, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე დაზარალებულბისთვის შეგროვდა?

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რამდენიმე ორგანიზაციამ და კერძო პირმა, მაშველების და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, სოლიდური თანხებიც შეგროვდა, რომელთა ლუსტრაციაც მაშინვე მოხდა, თუმცა საქველმოქმედო ორგანიზაციების გარდა, აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც თვითნებურად საკუთარი ინიციატივით ახდენდა თანხების შეგროვებას, მაგრამ ამ თანხების საკმაოდ დიდი ნაწილი გამქრალია. 

,,ნიუპოსტს” ბათუმიდან დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონკრეტული პირი, რომელმაც საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა შეაგროვა, სამართალდამცავ უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, მიზეზი კი შეგროვებული თანხის ნაწილი აღმოჩნდა. 

მოკლედ, იაგო თავდგირიძე და ანანო სიმონია ერთ-ერთი იმათთაგანია, რომლებიც საყოველთაო ქველმოქმედებას შეუერთდნენ და თანხის შეგროვება დაიწყეს, თუმცა საბოლოოდ შეგროვებული თანხის ბედი ნაწილობრივ გაურკვეველი დარჩა. 

,,ნიუპოსტსი” თავდაპირველად იაგო თავდგირიძეს დაუკავშირდა და შეეცახა მისგან გაეგო, საქმის ვითარება, რადგანაც სწორედ ის არის პიროვნება, რომელიც ამ საკითხზე გამოძიებამ უკვე დაკითხა. ჩვენთან საუბრისას, ის ინფორმაცია, რომ მის მიერ შეგროვებულ თანხას რაიმე სახის გარღვევა  აქვს თავდგირიძემ უარყო, თუმცა დაგვიდასტურა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ის მართლაც გამოიკითხა. მანვე გვითხრა ისიც, რომ მასთან ერთად თანხის შეგროვების სურვილი გამოთქვა ვინმე ნანუკა სიმონიამაც.

,,ჩემს მიერ შეგროვებულ თანხებთან დაკავშირებით, არანაირი სახის გარღვევა არ მაქვს. ჩემთან ერთად მოხალისედ ამ საქმეში შემოვიდა ნანუკა სიმონია, რომელმაც საკუთარ სოციალურ ქსელში გააკეთა პოსტი და იქ მიუთითა ანგარიშის ნომერი, რომელზეც დაახლოებით, 9300 ლარი შეაგროვა. როდესაც 4700 ლარზე ავიდა მითხრა, რომ ეს თანხა ,,იალქანს” გადავურიცხეო, მე საპასუხოდ ვუთხარი, შენ მე მეხმარები თუ იალქანს თქო, რაზედაც მან მიპასუხა, რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ერთ საქმეს მოხმარდებაო და მე როდესაც მანდ მოვედი (იგულისხმება ოფისი, სადაც იაგო მუშაობს) მითხრეს, რომ ეს თანხა ,,იქლქანს” უნდა გადაურიცხოთო, თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც ამ ყველაფერს მე ვხელმძღვანელობდი, მოკლედ თანხა გაიბნა, როდესაც მე ,,იალქანს” დავუკავშირდი, თქვენს ანგარიშზე 4700 ლარი უნდა იყოს გადმორიცხული ნანუკა სიმონიას მიერ თქო, არმოცნდა, რომ ეს თანხა მას არ გადაურიცხავს, მოკლედ, ეს 4 700 ლარი გააბნია ნანუკა სიმონიამ. 

თქვენთან ნანუკას სიმონიას არანაირი თანხა არ გადმოურიცხავს?

ჩემთან გადმორიცხული აქვს დაახლოებით 6000 ლარამდე და მის ანგარიშზე კი სრულად ჩარიცხული იყო 9 300 ლარი. 

ჯამში ანუ ნანუკამ შეგროვაა 9300 ლარი, აქედან 6000 ლარამდე გადმოგირიცხათ თქვენ, ხოლო 4700 გადაურიცხა ,,იალქანს”? 

კი, მაგრამ ,,იალქანთან” ეს თანხა არ არის გადარიცხული.

ეს თანხა რაც გადმორიცხა, ამის დამადასტურებელი გადმორიცხვები სად შეიძლება ვნახო?

სურვილის შემთხვევაში გადმოგიგზავნით. 

ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული არ ხართ?

კი, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული ვარ. 

,,ნიუპოსტსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გარდა იმ თანხებისა, რომელიც იაგო თავდგირიძის ანგარიშის ნომერზე ირიცხებოდა მოქალაქეების მიერ, თავდგირიძე ერთგვარი კარდაკარის პრინციპითაც ახდენდა თანხის შეგროვებას, თუმცა ამჟამად მას ამის დამადასტურებელი ჩანაწერები არ გააჩნია.

შევეცადეთ აღნიშნული ინფორმაციაც გადაგვემოწმებინა მასთან, რაზეც მან განგვიცხადა, რომ ის მართლაც აგროვებდა თანხას მსგავსი, პრინციპით, შემდეგ კი ამ თანხას მის ანგარიშზე რიცხავდა. როდესაც ვითხეთ ახდენდა თუ არა ამ ყველაფრის აღნიშვნას, გვიპასუხა, რომ ახდენდა, თუმცა შესაბამისი რვეული მას ოფისში ქონდა, რის გამოც მისი სიტყვების დამადასტურებელ ფაქტებს ვერ მოგვაწოდებდა. 

მას შემდეგ, რაც თავდგირიძემ საბანკო ამონაწერები მოგვაწოდა, რომელიც ნამდვილად ადასტურებს, ანანო სიმონიას მიერ, თავდგირიძის პირად ანგარიშზე თანხის 6 600 ლარის გადარიცხვას, გადავწყვიტეთ დარჩენილი 2 700 ლარის  ბედიც გაგევგო, რომლის კვალსაც ამ მოცემულობით, მხოლოდ და მხოლოდ სიმონიასთან მივყავართ. 

სიმონიამ ჩვენს ზარს უპასუხა, თუმცა როდესაც შეიტყო საიდან და რა საკითხზე ვუკავშირდებოდით, განგვიცხადა, რომ აღნიშნულზე საუბარს არ აპირებდა, რადგანაც გამოძიებას ჯერ არაფერი დაუდგენია და ტელეფონი გაგვითიშა. მოგვიანებით, მასთან დაკავშირებას კვლავაც შევეცადეთ, უკვე მოკლეტექსტური შეტყობინებით და პირდაპირ ვკითხეთ – პირდაპირ გკითხავთ მაინც და თქვენ გადაწყვიტეთ მიპასუხებთ თუ არა. ჩემი ინფორმაციით 9000 ლარამდე შეაგროვეთ და სად გადარიცხეთ დანარჩენი თანხა, იმის გარდა რაც იაგოს გადაურიცხეთ?
 რაზეც გვიპასუხა, რომ საჭირო დროს თავადვე დაგვიკავშირდებოდა. 
ჩემო კარგო. მე უკვე ვთქვი რომ არაფერს კომენტარს არ გავაკეთებ და როცა გამოძიება დასრულდება აი მაშინ მე პირადად დაგიკავშირდებით ინტერვიუსათვის. აუცილებლად დამჭირდებით.
ის რომ ნანუკა სიმონიას მიერ საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,იალქანის” ანგარიშზე არანაირი თანხა არ არის გადარიცხული, ამას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძეც გვიდასტურებს. აბაშიძე ჩვენთან საუბარში ყვება, რომ ნანუკა სიმონიას, საკუთარი ,,facebook”-ის გვერდზე, გამოქვეყნებული ჰქონდა პოსტი, რომლის მიხედვითაც ის ორგანიზაცია ,,იალქანის” სახელით ცდილობდა თანხის შეგროვებას, ხოლო მას შემდეგ რაც აბაშიძე მას დაუკავშირდა და განუმარტა, რომ კერძო პირებს არ ჰქონდათ უფლება ორგანიზაციის სახელით რაიმე სახის შემოწირულობა შეეგროვებინათ, სიმონიამ პოსტი აიღო. 
,,იაგო ვიდეო ჩართვაში, რომელიც მას ,,ალტერნატივის” პირდაპირ ეთერში ჰქონდა აღნიშნა, რომ მას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა მიწოდებული, ჩვენთან რაიმე საიხს თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მანდ დავა არის ნანუკასთან დაკავშირებით, აღნიშნული პიროვნება ,,იალქანის” სახელით აგროვებდა თანხას და ეგ თანხა უნდა გადმოერიცხა თითქოს ჩემთან, მერე მე მივწერე მას, რომ შეუძლებელი იყო ჩემი ნებრთვის გარეშე რაიმე სახის თანხა შეეგროვებინა ორგანიზაციისთვის მისი პირადი ანგარიშით, რადგანაც ასე შეგროვებულ თანხაზე, რომელიც უშუალოდ ორგანიზაციის სახელით არ ხდება, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, ამ გოგომ ამის შემდეგ წაშალა პოსტი, რომ ის ,,იალქნისთვის” აგროვებდა თანხას. ამ ეტაპზე ამის დევნის თავი ნამდვილად არ იყო და ეს საკითხი ისე დავტივეტ, მერე კი გაირკვა, რომ იაგო აბრალებდა ამ გოგოს თითქოსდა ხალხს ეუბნებოდა, რომ ჩემთან გადმორიცხა ეს თანხა. ჩემი თანამშრომელი მივიდა შემდგომ ნანუკასთან და ნანუკამ მიაწოდა ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ნანუკას სიმონიამ იაგო თავდგირიძეს 6 700 ლარი გადაურიცხა”, – განაცხადა აბაშიძემ ,,ნიუპოსტსთან” საუბრისას. 
ნანუკა სიმონიას სოციალური ქსელის გადამოწმების შემდეგ, მის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სიმონიამ, თავდგირიძემ და კიდევ რამდენიმე პირმა 30 000 ლარზე მეტი შეაგროვეს, ამავე პოსტიდან დასტურედება ისიც, რომ ეს ადამიანების ნამდვილად ერთ გუნდად მუშაობდნენ და სხვა რომელიმე ორგანიზაცია მათთან შემხებლობაში არ იმყოფებოდა, თუ როგორ განაწილდა თანხა და რამდენი იყო ის რეალურად, ,,ნიუპოსტსი” აგრძელებს საკითხზე მუშაობას.
საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება რომლის მსვლელობისას ,,ნიუპოსტსი” ყველა ახალ დეტალს შემოგთავაზებთ. 



დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button