ექსკლუზივი

სად შეეზღუდებათ შესვლა აუცრელ მოქალაქეებს – თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების უფლებებს ეწინააღმდეგება, თუმცა არ არის გამორიცხული გარკვეულ ღონირძიებებსა და ობიექტებში დაშვება შეიზღუდოს. როგორც გაბუნიამ განმარტა, აღნიშნულ შეზღუდვაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

“არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება იმაზე, თუ რა იქნება დაშვების პირობა კონკრეტულ ბიზნესგარემოში თუ გასართობ ღონისძიებებზე.

ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება იმაზე, თუ რა იქნება დაშვების პირობა კონკრეტულ ბიზნესგარემოში თუ გასართობ ღონისძიებებზე. ამაზე მიდის მუშაობა. მწვანე საშვის თემა ბევრ ქვეყანაში დაშვებულია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აღიარებულია, ამდენად აქ არჩევანის უფლება აუცილებლად განიხილება – “პისიარ” ტესტირება ან ვაქცინაციის სტატუსი ან გადატანილი დაავადება, ამ მხრივ მუშაობა მიდის,”– განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close